დასახელება:
Plumbing ინჟინერი
|
მომწოდებელი:
არქი
|
გამოქვეყნდა: 26 ივნისი
/ ბოლო ვადა: 25 ივლისი
|
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
"არქიში" ვეძებთ Plumbing (წყალი, კანალიზაცია, ხანძარქრობა, სანიაღვრე სისტემები) ინჟინერს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:
** პროექტირების კონცეფციისა და მიდგომების შემუშავება, მონაცემების შეგროვება და გადამოწმება;
** საპროექტო დოკუმენტაციის შემოწმება კონტრაქტის მოთხოვნებისა და მოქმედი ადგილობრივი/საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;
** დოკუმენტაციის ტექნიკურ შეფასებაში მონაწილეობა, მიღებული პროექტის რევიზია-ოპტიმიზაცია;
** საჭიროების შემთხვევაში, სისტემების საპროექტო ნახაზის (კვანძის) შედგენა, ტექნიკური მოწყობილობების შერჩევა, კომპონენტების სრული სიის მომზადება და პროექტის სავარაუდო ბიუჯეტის დადგენა;
** პროექტში ცვლილებების შეტანა და პროექტის მიმდინარეობის კონტროლი;
** პროექტის დიზაინის შესაბამისი დანადგარების შერჩევაში მონაწილეობის მიღება;
** ადგილზე სისტემატიური ვიზიტის განხორციელება სამუშაოს პროგრესისა და ხარისხის კონტროლის მიზნით;
** არქიტექტორებთან, კონსტრუქტორებთან, პროექტის მენეჯერებთან კომუნიკაცია და კოორდინაცია;
** სამუშაო ნახაზების მონიტორინგი და დროული, დეტალური ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან.
ძირითადი მოთხოვნები:
** აუცილებელია იგივე პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება;
** AutoCAD-ის და Revit MEP პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება;
** საინჟინრო სისტემების პროექტირების გამოცდილება;
** MS Office-ის ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2025 წლის 25 ივლისის ჩათვლით:
https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
|
|
|
|