დასახელება:
პაციენტის გადამყვანი/რეინჯერი
|
მომწოდებელი:
ერისთავის სახ. ქირურგიის ეროვნული ცენტრი
|
გამოქვეყნდა: 26 ივნისი
/ ბოლო ვადა: 25 ივლისი
|
ს.ს. "კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: პაციენტის გადამყვანი (რეინჯერი).
მოთხოვნები: საშუალო ან უმაღლესი განათლება.
ძირითადი მოვალეობა: პაციენტთა ტრანსპორტირება კლინიკის ტერიტორიაზე.
აუცილებელი პიროვნული თვისებები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის და თანამშრომლობის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
სამუშაო გრაფიკი: მორიგე ან დღის (ორშაბათი-პარასკევი).
მორიგე: ოთხ დღეში ერთხელ 24 საათიანი მორიგეობა.
ანაზღაურება: მორიგეობა ხელზე 100 ლარი, დღის კადრის შემთხვევაში ხელზე 1500 ლარი.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV ელფოსტაზე Vacancy.Surgery@aversi.com.
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 25 ივლისი.
გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (პაციენტის გადამყვანი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
ცენტრის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.kirurgia.ge.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
|
|
|
|