დასახელება:
კატეგორიის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
იმპექსი
|
გამოქვეყნდა: 26 ივნისი
/ ბოლო ვადა: 26 ივლისი
|
სააფთიაქო ქსელი "იმპექსი" სწრაფად მზარდი ქსელია, რომელიც წარმოდგენილია მთელი საქართველოს მასშტაბით და მოიცავს 100-ზე მეტ თანამედროვე კონცეფციის აფთიაქს და აერთიანებს 1000-ზე მეტ დასაქმებულს. ქსელის დამფუძნებელ კომპანიას შპს "იმპექსფარმს" ფარმაცევტულ ბაზარზე აქვს წარმატებით ფუნქციონირების 20 წლიანი გამოცდილება.
დღესდღეობით, კომპანია ახორციელებს ექსკლუზიური მედიკამენტების, სამედიცინო ტექნიკის, კოსმეტიკის, კანისა და თმის მოვლის საშუალებების იმპორტს მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნიდან. "იმპექსფარმი" თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან 100-ზე მეტ მედიკამენტების მწარმოებელ კომპანიასთან, რომლებიც საერთაშორისო ფარმაცევტული სტანდარტით (GMP) აწარმოებენ მედიკამენტებს. კომპანია ფლობს საერთაშორისო ხარისხის სერტიფიკატს - ISO 9001:2015.
სააფთიაქო ქსელი "იმპექსი" აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პროდუქტების ასორტიმენტის სტრატეგიული განვითარება; გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებული ინიციატივების დაგეგმვა - მონიტორინგი მომხმარებელთა მოთხოვნების, ბაზრის ტენდენციების და ძირითადი შესრულების მაჩვენებლების (KPI-ების) საფუძველზე.
** ახალი ბრენდების და პროდუქტების ძიება, კატეგორიულ პორტფელში ინტეგრაცია სეზონურობისა და მომხმარებელთა საჭიროებების მიხედვით.
** მომწოდებელთან მოლაპარაკებების წარმოება, საუკეთესო კომერციული პირობების შეთანხმება;
** სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთობლივი პროექტების დაგეგმვა და განხორციელება.
** კატეგორიის ფასთაწარმოქმნის პოლიტიკის განსაზღვრა ბაზრის კვლევისა და კონკურენტული ანალიზის საფუძველზე;
** გაყიდვებისა და მარჟის ანალიზი, შედეგების შეფასება და შესაბამისი ოპტიმიზაციის ღონისძიებების განხორციელება;
** აქციებისა და მარკეტინგული პრომო კამპანიების დაგეგმვა და შესრულება მარკეტინგის განყოფილების მხარდაჭერით გაყიდვების სტიმულირებისა და მომხმარებელთა ჩართულობის გაზრდის მიზნით;
** ელექტრონულ კომერციაში (E-commerce) კატეგორიის წარდგენის სტრატეგიის განსაზღვრა, ციფრული გაყიდვების ანალიზი და გაყიდვების სტიმულაციაზე ზრუნვა;
** მარაგების მართვა, მოთხოვნის პროგნოზირება და ვადების კონტროლი, პროდუქციის განადგურების ან ზედმეტი ნაშთების რისკის მინიმიზაციის ღონისძიებები;
** ფილიალისთვის ინდივიდუალური ასორტიმენტის განსაზღვრა და ოპტიმიზაცია გაყიდვების მონაცემებისა და ლოკალური მოთხოვნის ანალიზის საფუძველზე;
** მომხმარებელთა უკუკავშირის შეფასებისა და მომხმარებლის ქცევის ანალიზზე დაფუძნებული რეკომენდაციების მომზადება პროდუქციის ასორტიმენტის განახლების, ამოღების ან კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით;
** კატეგორიის ძირითადი ინდიკატორების (გაყიდვები, მარჟა, მარაგები) შესახებ კვირეული და თვიური ანგარიშგება მენეჯმენტთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** MS Office ცოდნა.
პიროვნული მახასიათებლები და უნარები:
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: vacancy@myimpex.ge. გთხოვთ, მეილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
ვაკანსიაზე განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 26 ივლისი, 2025წ.
გაცნობებთ, რომ შ.პ.ს. "იმპექსფარმი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 6 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავებ ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|