Робота для біженців з України
ადგილობრივი შესყიდვების ბრენდ მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადგილობრივი შესყიდვების ბრენდ მენეჯერი
მომწოდებელი: იმპექსი
გამოქვეყნდა: 26 ივნისი / ბოლო ვადა: 26 ივლისი
სააფთიაქო ქსელი "იმპექსი" სწრაფად მზარდი ქსელია, რომელიც წარმოდგენილია მთელი საქართველოს მასშტაბით და მოიცავს 100-ზე მეტ თანამედროვე კონცეფციის აფთიაქს და აერთიანებს 1000-ზე მეტ დასაქმებულს. ქსელის დამფუძნებელ კომპანიას შპს "იმპექსფარმს" ფარმაცევტულ ბაზარზე აქვს წარმატებით ფუნქციონირების 20 წლიანი გამოცდილება.

დღესდღეობით, კომპანია ახორციელებს ექსკლუზიური მედიკამენტების, სამედიცინო ტექნიკის, კოსმეტიკის, კანისა და თმის მოვლის საშუალებების იმპორტს მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნიდან. "იმპექსფარმი" თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან 100-ზე მეტ მედიკამენტების მწარმოებელ კომპანიასთან, რომლებიც საერთაშორისო ფარმაცევტული სტანდარტით (GMP) აწარმოებენ მედიკამენტებს. კომპანია ფლობს საერთაშორისო ხარისხის სერტიფიკატს - ISO 9001:2015.

სააფთიაქო ქსელი "იმპექსი" აცხადებს ვაკანსიას ადგილობრივი შესყიდვების ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ბაზრის ანალიზი - ადგილობრივი პარაფარმაციის ბაზრის ტენდენციების მუდმივი მონიტორინგი;
** კომპანიაში არსებული ასორტიმენტის ანალიზი მისი განსაზღვრის და ჩამოყალიბების მიზნით;
** ტოპ პროდუქტების ასორტიმენტის განსაზღვრა აფთიაქების სპეციფიკიდან გამომდინარე; ასევე გაყიდვების სხვადასხვა არხებისათვის პროდუქციის ასორტიმენტის განსაზღვრა;
** ადგილობრივ მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება საუკეთესო პირობების მისაღწევად, კომპანიის ინტერესების გათვალისწინებით;
** პორტფელში არსებული ადგილობრივი მომწოდებლების ბრენდების შესყიდვების ორგანიზება, შეკვეთების დამუშავება და შერჩეული ასორტიმენტის დროული მოწოდების უზრუნველყოფა;
** მარაგების მართვა, პროდუქციის დეფიციტის და ჭარბი მარაგების კონტროლი, როგორც საწყობში, ისე აფთიაქებში;
** ვადების კონტროლი, მოკლე ვადიანი და ვადაგასული პროდუქციის საწყობიდან უკან დაბრუნების პროცესის წარმართვა ქსელის მართვის დეპარტამენტთან ერთად;
** აფთიაქებში არსებული ნაშთების კონტროლი, საჭიროებისამებრ შიდა გადაადგილების უზრუნველყოფა ქსელის პარაფარმაციის შემოსავლის ოპერატორის ჩართულობით;
** კომპანიის ექსკლუზიური და პრიორიტეტული ბრენდების კონკურენტების აქტივობების მუდმივი ანალიზი ბრენდების დიფერენცირების მიზნით;
** მერჩენდაიზინგის სამსახურთან ერთად მომწოდებლებთან მერჩენდაიზინგის საკითხებზე შეთანხმება კომპანიის კომერციული ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** MS Office ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები და უნარები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: vacancy@myimpex.ge. გთხოვთ, მეილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

ვაკანსიაზე განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 26 ივლისი, 2025წ.

გაცნობებთ, რომ შ.პ.ს. "იმპექსფარმი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 6 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავებ ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე