Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=645173&print=yes&view=jobs
 
დროფერის ინსტალატორი/ტექნიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დროფერის ინსტალატორი/ტექნიკოსი
მომწოდებელი: მეამა
გამოქვეყნდა: 26 ივნისი / ბოლო ვადა: 18 ივლისი
"მეამა" თავის გუნდში იწვევს თანამშრომელს დროფერის ინსტალატორის/ტექნიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 საათამდე (1 საათი შესვენება)
მისამართი: თბილისი, გივი ამილახვარის ქუჩა N2
ანაზღაურება: 1500 ლარი

მოვალეობები:

** კომპანიის საკუთრებაში არსებული დროფერების ინსტალაცია/დეინსტალაცია განსაზღვრულ ლოკაციებზე;
** ინსტალაციისთვის გასამზადებელი ინვენტარის წინასწარ გამზადება და დასაწყობება, ვიზუალურად და ტექნიკურად გამართვა;
** დაზიანებული დროფერებისა და დროფერის მაგიდების შეკეთება, მათი განახლება.

მოთხოვნები:

** B კატეგორიის მართვის მოწმობა (მექანიკა);
** გამოცდილება ტექნიკურ სფეროში

უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელმისამართზე: career@meama.ge

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 18 ივლისი

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურის განხილვა ვერ მოხდება.

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე. გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "მეამამ" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია