დასახელება:
სალონის ადმინისტრატორი
|
მომწოდებელი:
Kaiser Epilation
|
გამოქვეყნდა: 26 ივნისი
/ ბოლო ვადა: 26 ივლისი
|
ლაზერული ეპილაციის სტუდიათა ქსელი Kaiser Epilation აცხადებს ვაკანსიას სალონის ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** ჩვენი სტუდიის სტუმრების მიღება, გაცილება და ჩაწერა მომდევნო ვიზიტზე;
** საჭიროებისამებრ მომხმარებლისთვის ჩვენი სერვისების გაცნობა და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება;
** შემოსულ და გამავალ ზარებზე პასუხის გაცემა;
** სალაროსთან მუშაობა და გადახდების პროგრამულად დაფიქსირება;
** სტუდიის მომზადება თანამშრომლებისა და სტუმრებისთვის;
** სისუფთავისა და წესრიგის კონტროლი სტუდიაში;
** საწყობის მარაგების კონტროლი და პროგრამულად ასახვა;
** ხელმძღვანელის მცირე დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სამუშაო გამოცდილება მსგავსს სფეროში ჩაითვლება უპირატესობად (განიხილება სტუდენტებიც);
** საოფისე და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა მინ B2 დონეზე;
** გამართული წერილობითი და ზეპირი მეტყველების უნარი;
** კეთილგანწყობილი, როგორც მომხმარებლების, ასევე თანამშრომლების მიმართ;
** პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობისა და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი.
სამუშაო განრიგი და პირობები:
** კვირაში 3-4 სამუშაო დღე
** სამუშაო საათები 09:45-დან 21:00-მდე
ანაზღაურება:
** გამოსაცდელი ორი თვის მანძილზე - 900 ლარი
** მესამე თვიდან - 1200 ლარი
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ სამსახურს მეგობრულ გარემოში;
** მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის.
მისამართი: ალ. ყაზბეგის გამზირი 43; მეტრო დელისთან 100 მეტრში.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე: hr.kaiserepilation@gmail.com
|
|
|
|