დასახელება:
ფინანსური რეპორტინგისა და ბიუჯეტირების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
არქი
|
გამოქვეყნდა: 26 ივნისი
/ ბოლო ვადა: 12 ივლისი
|
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
"არქიში" ვეძებთ ფინანსური რეპორტინგისა და ბიუჯეტირების მენეჯერს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:
** პერიოდული (ყოველთვიური, ყოველკვარტალური და ყოველწლიური) ფინანსური ანგარიშგების მომზადება და წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან; წარდგენილი ინფორმაციის დეტალური გაანალიზება;
** ყოველთვიური მენეჯმენტ რეპორტის მომზადება;
** აუდიტორებთან ჩართულობა და IFRS რეპორტის მომზადება;
** კომპანიაში არსებული რეპორტინგის სისტემის დეტალურად შესწავლა და შემდგომი გაუმჯობესება;
** თვის დახურვის პროცესში ჩართულობა;
** უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებების საფუძველზე, სხვადასხვა სახის რეპორტის მომზადება;
** ბიუჯეტირებულსა და ფაქტობრივ მონაცემებს შორის სხვაობების დეტალური შესწავლა და პერიოდულად უშუალო ხელმძღვანელთან სხვაობების წარდგენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** აუცილებელია მინიმუმ 4 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავსი მიმართულებით;
** აუცილებელია Microsoft Office-ის ძალიან მაღალ დონეზე ცოდნა;
** აუცილებელია ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა;
** აუცილებელია IFRS სტანდარტების ცოდნა.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2025 წლის 12 ივლისის ჩათვლით:
http://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
|
|
|
|