დასახელება:
პორთველის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
გსმ სერვისი
|
გამოქვეყნდა: 25 ივნისი
/ ბოლო ვადა: 18 ივლისი
|
კომპანია "გსმ სერვისი" 2019 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს ავტო/ტექ მომსახურება როგორც მსუბუქი, ისე სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ვარკეთილი, თვალჭრელიძის მე-4 შესახვევი, #5
სამუშაო განაკვეთი: სტანდარტული
ანაზღაურება: 2000-2500 ლარი
კომპანია "გსმ სერვისი" აცხადებს ვაკანსიას - პორთველის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის ძირითადი საქმიანობის - ავტოსარემონტო სერვისის შესრულებისთვის საჭირო დოკუმენტების წარმოება, მოწესრიგება;
** გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების დაცვის უზრუნველყოფა, საჭირო შეთანხმებებისა და ოფიციალური მიმოწერის წარმოება კომპანიის დამკვეთებთან თუ კლიენტებთან;
** წარმოებული დოკუმენტაციის დახარისხება- არქივარიზაცია;
** კომპანიის დამკვეთებთან თუ კლიენტებთან მიღება-ჩაბარებების გაფორმება;
** სერვისის განყოფილებასთან მჭიდრო თანამშრომლობა დაგეგმილი, გაწერილი თუ წინასწარ შეთანხმებული სერვისის გაწევის მიზნით;
** კომპანიაში არსებული შიდა ნორმატიული დოკუმენტების, პროცედურების, ინსტრუქციების და წესების განუხრელად დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების (MS Office) და Excel პროგრამის ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** ორგანიზებული საქმიანობის წარმართვის და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სტრესულ გარემოში და შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი;
** ცვლილებთან შეგუების უნარი.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ ქართულ ენაზე CV მისამართზე: hr@gsmservice.ge და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.
|
|
|
|