Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=645094&print=yes&view=jobs
 
ექპორტ-იმპორტისა და ლოგისტიკის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექპორტ-იმპორტისა და ლოგისტიკის მენეჯერი
მომწოდებელი: საბუდარა
გამოქვეყნდა: 25 ივნისი / ბოლო ვადა: 25 ივლისი
წარმოების ზრდიდან გამომდინარე შპს "საბუდარა" აცხადებს ვაკანსიას ექსპორტ-იმპორტისა და ლოგისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.

მეფრინველეობის სანაშენე-საჯიშე რეპროდუქტორი შპს საბუდარა - ქართული მეფრინველეობა 2006 წლიდან არის დარგის ლიდერი. ამიერკავკასიის მასშტაბით ახდენს Aviagen, Babolna Tetra, Lohmann tierzucht-ის ჯიშის ერთდღიანი სანაშენე წიწილის რეალიზაციას, ასევე მომხმარებლებს უზრუნველყოფს წიწილის გამოსაზრდელად აუცილებელი მედიკამენტებით, მზა საკვებითა და საკვები კონცენტრატებით. შპს საბუდარა 2024 წლის მონაცემებით არის წიწილისა და საინკუბაციო კვერცხის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ექსპორტიორი საქართველოდან.
თუ ხარ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე მოტივირებული პიროვნება და გაქვს სურვილი - ჩვენთან ერთად შექმნა შენი განვითარების ისტორია, მაშინ გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე და გახდი ჩვენი გუნდის წევრი!

სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: 2 000 ლარიდან 2 500 ლარამდე (კვალიფიკაციიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** უცხოელ პარტნიორებთან და მომწოდებლებთან ურთიერთობა;
** საექსპორტო პროდუქციასთან დაკავშირებით შეკვეთების მიღება;
** საბაჟო სამსახურისათვის (ექსპორტ-იმპორტთან დაკავშირებული) დოკუმენტაციის მომზადება;
** ფინანსური ანგარიშსწორებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** ექსპორტირებული საქონლის ანალიზი და ანგარიშგების წარმოება;
** პროდუქციის შეკვეთა;
** ტრანსპორტირების ორგანიზება და მონიტორინგი;
** მომწოდებლებისგან პროდუქციის საბუთების ასლების მიღება, გაცნობა და მათი სისწორის დადასტურება;
** საბაჟო პროცედურებისა და დოკუმენტაციის (ფიტო და ვეტერინარული) მართვა და კონტროლი;
** განბაჟების განხორციელება;
** ხელმძღვანელის მხრიდან მიღებული მითითებების შესრულება (პოზიციის შესაბამისი საქმიანობის ირგვლივ).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** მნიშვნელოვანია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (Excel) მაღალ დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** მოლაპარაკებების ეფექტურად წარმართვის უნარი;
** გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიულ განვითარებას;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** კვებას საწარმოს ხარჯზე;
** ჯანმრთელობის დაზღვევას საწარმოს ხარჯზე.

მისამართი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა, დავით აღმაშენებლის ქუჩა 2, 2 კილომეტრი (ყოფილი ზოოვეტ ინსტიტუტის მოპირდაპირე მხარეს) Facebook გვერდზე (FB საბუდარა.Sabudara) დართული გვაქვს რუკა თვალსაჩინოებისთვის.
ტელ: 551 346 555 / 599 50 22 86

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ელექტრონულ მისამართზე: Sabudara2005@gmail.com
გთხოვთ რეზიუმეს გამოგზავნისას მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია