ა (ა)იპ "ოუფენ ნეტი" ახორციელებს საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამას, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №375 დადგენილების საფუძველზე.
მსოფლიო ბანკმა, საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით, შეიმუშავა პროექტი "Log in Georgia", რომელიც უზრუნველყოფს რეგიონებში ფართოზოლოვან ინტერნეტქსელებთან ხელმისაწვდომობას.
"Log in Georgia"-ს პროექტის ფარგლებში, მოსახლეობის ინტერნეტთან წვდომის გაუმჯობესებაზე მიმართულია სხვადასხვა ღონისძიება. ამ ღონისძიებების ფარგლებში ცხადდება ვაკანსია პოზიციაზე ციფრული ელჩი (საჩხერის მუნიციპალიტეტში)".
პოზიციის შესახებ დეტალური აღწერა იხილეთ: (მიბმული ფაილი)
ანაზღაურება: 2500-3200 ლარი.
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 21 ივლისი.
დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე (CV) გამოაგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე: procurement@opennet.ge
|