დასახელება:
წარმოების ანალიტიკოსი
|
მომწოდებელი:
ორეი
|
გამოქვეყნდა: 24 ივნისი
/ ბოლო ვადა: 24 ივლისი
|
"ორეი" საქართველოში წარმოებული ქაღალდის პროდუქციის სავაჭრო ნიშანია. თანამედროვე ტექნოლოგიებით და მანქანა-დანადგარებით აღჭურვილი "ორეი"-ს ქარხანა თბილისში მდებარეობს. კომპანია უმაღლესი ხარისხისა და განსხვავებული ასორტიმენტის ცელულოზის პროდუქციას აწარმოებს.
"ორეი" აცხადებს ვაკანსიას წარმოების ანალიტიკოსის პოზიციაზე.
პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი, ავჭალა
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ყოველდღიური ანალიტიკის მომზადება;
** სრულად ჩართულობა საწარმო პროცესში;
** საწარმო პროცესში მხარდაჭერა, წარმოქმნილი პრობლემების ანალიზი, ოპერატიულად მოგვარება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მოთხოვნილი რეპორტების შექმნა და მათი ანალიზი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების ან/და სხვა მომიჯნავე სფეროში;
** Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა;
** ინგლისური ენის ცოდნა.
უნარები:
** ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დაინტერესებული კანდიდატები გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: info@orei.ge და გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანტური თანამდებობის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.
აღნიშნულ ვაკანსიებზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) არაუმეტეს 12 თვის ვადით თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "სიმეტრას"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.
"სიმეტრას" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|