Робота для біженців з України
საწყობის მენეჯერი - წიწამური
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: ვაკო მოტორსი
გამოქვეყნდა: 24 ივნისი / ბოლო ვადა: 24 ივლისი
შპს "ვაკო მოტორსი" გთავაზობთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.

ჩვენ ვართ ერთ-ერთი ლიდერი კომპანია სატვირთო მანქანების ინდუსტრიაში და "DAF"-ის ოფიციალური დილერი საქართველოში. მომხმარებელს 50-ზე მეტ პრემიუმ ხარისხის ევროპულ ბრენდს ვთავაზობთ.

ჩვენი წარმატებული კომპანიის საწინდარია პროფესიონალთა გუნდი, რომელთაც ვთავაზობთ ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას და განვითარების დიდ შესაძლებლობებს.

თქვენ გთავაზობთ

** პროფესიული განვითარების ხელშეწყობას;
** ჯანმრთელობის კორპორაციულ დაზღვევას კომპანია "არდიში";
** ფიტნეს მომსახურებას - ფიტპასი;
** კორპორაციულ ღონისძიებებს;
** ფასდაკლებას შიდა პროდუქტებზე.

თქვენი ძირითადი მოვალეობები იქნება

** დაქვემდებარებული საწყობის თანამშრომლების კონტროლი/მართვა;
** ფილიალის საწყობების მარაგების კონტროლი და მართვა;
** მიღებული საქონლის დროული აღწერა, შეცდომებზე დროული რეაგირება და გამოსწორება;
დაზიანებული საქონლის აღწერა;
** შიდა გადაზიდვების ყოველდღიური კონტროლი (FINA-ში საწყობებს შორის შეკვეთების მონიტორინგი ყველა ფილიალში)
** ადგილობრივ ბაზარზე შესყიდული საქონლის ნაშთების კონტროლი;
** მომხმარებლის ინვოისის და სერვისის მიერ შევსებული განაცხადის საფუძველზე საწყობიდან საქონლის სწორად გაცემა;
** საბურავის მიღების შემთხვევაში, დამხმარე ჯგუფთან კომუნიკაცია, კონტეინერის დროული დაცლის უზრუნველსაყოფად;
** საწყობში მიღებული საბურავების აღწერის უზრუნველყოფა.

კვალიფიკაცია და უნარები რომელიც უნდა გქონდეთ

** სასურველია უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების/ლოჯისტიკის მიმართულებით;
** სასურველია საწყობში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია საწყობის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური ან/და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ოპერატიული;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო დრო: 09:00-18:00 საათი, კვირაში ორი დღე დასვენება
** სამუშაო ადგილი: წიწამური, თბილისის გზატკეცილი (საგურამოს გადასახვევის მოპირდაპირე მხარეს) ტრანსპორტირებას მეტრო დიდუბიდან უზრუნველყოფს კომპანია

დაინტერესებულმა კანდიდატებმა წარმოადგინეთ CV 2025 წლის 24 ივლისის ჩათვლით შემდეგ ელ-ფოსტაზე: HR@vakomotors.ge. სათაურის ველში მიუთითეთ: საწყობის მენეჯერი წინააღმდეგ შემთხვევაში, რეზიუმე არ განიხილება.

კომპანია ვაკო მოტორსის გუნდი პატივს სცემს ადამიანის პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას და მოქმედებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ვაკო მოტორსის მიერ, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა. პერსონალური მონაცემები გამოიყენება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესახებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე