დასახელება:
კომუნიკაციებისა და PR სამსახურის უფროსი
|
მომწოდებელი:
არქი
|
გამოქვეყნდა: 24 ივნისი
/ ბოლო ვადა: 16 ივლისი
|
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
"არქიში" ვეძებთ სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს და მისი ფუნქციები იქნება:
** საზოგადოებასთან ურთიერთობის გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება და მართვა ორგანიზაციის მიზნების შესაბამისად;
** PR კამპანიების/პროექტების დაგეგმვა და განხორციელება;
** საინფორმაციო სააგენტოებთან და მედიასთან ეფექტიანი კომუნიკაცია და თანამშრომლობა;
** პრესრელიზების მომზადება, პრესკონფერენციების, ინტერვიუებისა და პრესბრიფინგების ორგანიზება;
** კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე, მედიისთვის ინტერვიუს მიცემა და გადაცემებში მონაწილეობის მიღება;
** კრიზისული სიტუაციების PR გეგმის შემუშავება და შესაბამისი მოქმედებების კოორდინაცია;
** სხვადასხვა არხებით შემოსული ინფორმაციის მონიტორინგი და შესაბამისი რეაგირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, სასურველია - მარკეტინგის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით;
** მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება PR-ის მიმართულებით;
** მედიასთან ურთიერთობის გამოცდილება;
** წერითი და ვერბალური კომუნიკაციის მაღალ დონეზე განვითარებული უნარები ქართულ და ინგლისურ ენებზე;
** Microsoft Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2025 წლის 16 ივლისის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
|
|
|
|