Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=644425&print=yes&view=jobs
 
იურიდიული დეპარტამენტის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურიდიული დეპარტამენტის სპეციალისტი
მომწოდებელი: პაბ ინვესტი
გამოქვეყნდა: 23 ივნისი / ბოლო ვადა: 23 ივლისი
"პაბ ინვესტი" საფინანსო ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს და მის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საბანკო, მიკროსაფინანსო პორტფელების მართვა.

კომპანია ორიენტირებულია განვითარებასა და სტაბილურობაზე, რაც, მათ შორის, გამოიხატება ფილიალების რაოდენობის ზრდაში. ასევე მზარდია კომპანიაში დასაქმებულ პირთა რიცხვი, რომელთაც მუდმივად აქვთ საშუალება განვითარდნენ და აიმაღლონ კვალიფიკაცია.დღეის მდგომარეობით, "პაბ ინვესტი" აერთიანებს 12 ფილიალს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

"პაბ ინვესტი" აცხადებს ვაკანსიას იურიდიული დეპარტამენტის სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-18:30 საათამდე

ძირითადი ფუნქციები:

** დოკუმენტაციის დასკანერება და აღრიცხვა;
** აღრიცხული დოკუმენტაციის პროგრამულად ასახვა;
** აღრიცხული დოკუმენტაციის დაბაინდერება;
** ელ-ფოსტის მართვა;
** საფოსტო გზავნილების მომზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word; MS Excel-მომხმარებლის დონეზე);
** ანალოგიურ სფეროში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;

პიროვნული მახასიათებლები:

** ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** დეტალებისადმი ორიენტირებულობა;
** სამუშაოს სწორად დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** პუნქტუალურობა.

გთავაზობთ:

** განვითარებას და კარიერულ წინსვლას;
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ფიტპასს;

დაინტერესების შემთხვევაში თუ ფიქრობთ, რომ აკმაყოფილებთ მოცემულ მოთხოვნებს - გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე: hr@pab.ge. Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე CV-ის გამოგზავნის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები (შემდგომში - "მონაცემები"), რომლებიც ცნობილი გახდა აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში.

მონაცემების დამუშავების მიზანს წარმოადგენს მოცემულ ან კომპანიის მიერ გამოცხადებულ სხვა ნებისმიერ ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატის განხილვა. აღნიშნული მიზნით, მონაცემების დამუშავება ხორციელდება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით.

გაითვალისწინეთ, რომ კომპანიაში CV-ის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ ზემოაღნიშნულ პირობაზე თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მიზნებისთვის, პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაში იგულისხმება მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, შენახვა და სხვ.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია