დასახელება:
საბაჟო წარმომადგენელი
|
მომწოდებელი:
Georgian Cargo
|
გამოქვეყნდა: 23 ივნისი
/ ბოლო ვადა: 23 ივლისი
|
"GEORGIAN CARGO" აცხადებს ვაკანსიას საბაჟო წარმომადგენლის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ნადირა ხოშარაულის #3
სამუშაო გრაფიკი: რეისების მიხედვით, დასვენების დღეები განისაზღვრება სამუშაოს დატვირთვის შესაბამისად
ჩვენს შესახებ:
"GEORGIAN CARGO" 2009 წლიდან ახორციელებს საერთაშორისო საჰაერო და საზღვაო გადაზიდვებს. ჩვენ ვეძებთ საბაჟო წარმომადგენელს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება საბაჟო პროცედურების მართვაზე და მომხმარებლებისთვის ხარისხიანი მომსახურების გაწევაზე
მოვალეობები:
** რეისების მიღება და გაგზავნა მათი შესაბამისი დოკუმენტაციის მართვა (ექსპორტი/იმპორტი)
** მომხმარებლებისთვის საბაჟო მომსახურების გაწევა
** საბაჟო პროცედურების ეფექტურად წარმართვა
** ტვირთის გატანა და გადაზიდვის პროცესების კოორდინაცია
** კვირაში ერთხელ რეგიონში (ქუთაისი) ვიზიტი ამანათების მისატანად
მოთხოვნები:
** აუცილებელია მართვის მოწმობა (B კატეგორია მექანიკა მარშუტკა)
** საბაჟო პროცედურებში გამოცდილება სასურველია
უნარ-ჩვევები:
** კომუნიკაციის და მოლაპარაკების უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ყურადღება დეტალების მიმართ
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი
დამატებითი ანაზღაურება ნამუშევარი საათების შესაბამისად
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე მითითებულ ელფოსტაზე: support@georgiancargo.co.uk. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გახდი ჩვენი პროფესიონალი გუნდის ნაწილი!
|
|
|
|