Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ჯი თი გრუპი
გამოქვეყნდა: 23 ივნისი / ბოლო ვადა: 23 ივლისი
კომპანია "ჯი-თი გრუპ" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე "ჯი-თი ვინეას" მიმართულებით.

"ჯი-თი გრუპი" ჰოლდინგური ტიპის მრავალპროფილიანი კომპანიაა, სხვადასხვა სახის სავაჭრო და მომსახურების ოპერაციებით. კომპანია ოფიციალურად წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო სატვირთო ავტომობილების, სასოფლო და სამეურნეო ტექნიკისა და საცხებ-საპოხი მასალების ბრენდებს: Ford Trucks, Iveco, New Holland, Isuzu, Castrol და სხვა.

"ჯი-თი ვინეას" შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://www.gtvinea.ge/

სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N209;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით: 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - სასურველია მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამის მიმართულებით ან მომიჯნავე დისციპლინაში;
** აუცილებელია ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა,
** სასურველია ფრანგული ან იტალიური ენის ცოდნა;
** MS Office - ის ცოდნა;
** აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა და ავტომობილის მართვის გამოცდილება;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ახალი მომხმარებლების მოძიებასა და მათთან პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე ზრუნვა;
** კორპორაციულ/საცალო მომხმარებლების მონაცემთა ბაზების განვითარების ორგანიზება და პერიოდულად ინფორმაციის განახლება;
** მომხმარებლის მოთხოვნების, საჭიროებების იდენტიფიცირება და მისგან გამომდინარე წინადადების მომზადება, შეთავაზება და შემდგომი ვიზიტის დაგეგმვა;
** ყოველთვიურად მომხმარებლების მოზიდვის შესახებ იდეების გენერაცია, დაგეგმვის და განხორციელების ორგანიზება;
** მარაგების დაგეგმვა დეპარტამენტის უფროსთან კოორდინაციაში;
** ბაზრის ყოველთვიური და კვარტალური ანალიზის მომზადება;
** არსებული ბრენდის პოპულარიზაციაზე ზრუნვა, მარკეტინგის დეპარტამენტთან ერთად მარკეტინგული აქტივობების, კამპანიების, სარეკლამო რგოლების დაგეგმვის და განხორციელების საკითხებში ჩართულობა;
** ახალი ბრენდების მოძიება, მწარმოებლებთან კომუნიკაცია და პარტნიორული ურთიერთობების დამყარება;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** დროის მენეჯმენტის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Vacancy@gtgroup.ge და ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ჯი-თი გრუპ"-მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში."

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე