დასახელება:
ქცევითი თერაპევტი
|
მომწოდებელი:
ევექსი
|
გამოქვეყნდა: 23 ივნისი
/ ბოლო ვადა: 23 ივლისი
|
"ევექსი" საქართველოს სამედიცინო სფეროში უმსხვილესი ჯგუფის GHG (Georgian Healthcare Group) შვილობილ კომპანიას წარმოადგენს.
"ევექსი" ქვეყნის მასშტაბით, პირველადი ჯანდაცვის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია, რომელიც საქართველოში აერთიანებს 15 კლინიკასა და ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრს - "კარავს".
კომპანიის მისიაა, ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურის ცვლილების გაძლიერება ქვეყნის მასშტაბით და საზოგადოების ჩართულობის ზრდა კეთილდღეობასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული აზროვნების ჩამოყალიბებაში.
კომპანია მუდმივად დებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში, ასევე, ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადებაში.
"ევექსის" უმთავრესი ღირებულება მომხმარებლების, თანამშრომლებისა და პარტნიორების საერთო კეთილდღეობის შექმნაა.
ევექსი აცხადებს ვაკანსიას ქცევითი თერაპევტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ევექსის ნეიროგანვითარების ცენტრი "კარავი", საბურთალო, ბახტრიონის ქუჩა #10ბ
ძირითადი მოვალეობები:
** ბავშვის/მოზარდის განვითარებისა და ადაპტური ფუნქციონირების დონის შეფასების პროცესში მონაწილეობა;
** წლიური გეგმის შესაბამისად ქცევითი თერაპიის სეანსების ჩატარება;
** მუშაობის ინდივიდუალური განრიგის შედგენა და მართვა;
** შესრულებული სამუშაოს აღრიცხვა სპეციალური ფორმით;
** სამუშაო გარემოს მომზადება;
** ქცევითი თერაპიის სეანსებისათვის საჭირო სამუშაო მასალების დამზადება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიაში სავალდებულოა (სასურველია ბავშვთა ფსიქოლოგია, კლინიკური ფსიქოლოგია);
** ქცევის გამოყენებითი ანალიზის სერტიფიკატის ფლობა;
** ქცევის გამოყენებითი ანალიზის ბაზისური პრინციპების ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სასურველია გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის ცოდნა;
** სასურველია კლიენტთან მუშაობის ეთიკური პრინციპების ცოდნა;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენის ცოდნა სალაპარაკო დონეზე;
პიროვნული უნარები:
** პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
** პუნქტუალობა და დროის სწორი მართვა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაციის და პრეზენტაციის კარგი უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში ეფექტურად მუშაობის უნარი;
** შედეგზე ორიენტირება;
** კრიტიკული აზროვნების და წერის კარგი უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ka/vacancy/qceviti-terapevti/601
"ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
|
|
|
|