Робота для біженців з України
მარკეტინგის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: გრინ სთორი
გამოქვეყნდა: 23 ივნისი / ბოლო ვადა: 23 ივლისი
კომპანია "გრინ სთორი" (ტექნიკის მაღაზიათა ქსელი) ეძებს მოტივირებულ და კრეატიულ მარკეტინგის სპეციალისტს, რომელსაც ექნება დიზაინის უნარებიც და სურვილი, განვითარდეს დინამიურ საცალო ბიზნეს გარემოში.
ქსელში წარმოდგენილია თითქმის ყველა მსოფლიო ბრენდი, რაც მომხმარებელს სთავაზობს ტექნიკის ფართო არჩევანს.

სამუშაო გრაფიკი: სრული.10:00-დან 19:00 საათამდე. შაბათ-კვირა დასვენება
სამუშაო ადგილი: თბილისი, სადგურის მოედანი N2

ფუნქცის-მოვალეობები:

** მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება;
** კომპანიის მარკეტინგული გეგმის შედგენა და განხორციელების უზრუნველყოფა;
** მომხმარებლებთან და კლიენტებთან ურთიერთობა;
** ბაზრის კვლევა და ანალიზი;
** სარეკლამო კომპანიებთან ურთიერთობა;
** რეპორტების და პრეზენტაციებს მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ბიზნესი/მარკეტინგი);
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი.

პიროვნული მახასიათებლები და უნარები

** კრეატიულობა;
** ორგანიზებულობა/პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ რეზიუმე ელ-ფოსტაზე: HR@metromart.ge
სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. (წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება რეზიუმე)
კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების, ასევე შერჩევის ეტაპზე, და შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
კომპანია "გრინ სთორი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის, გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე