პიცერია "ნაპოლი" ეძებს დარბაზში მომსახურე პერსონალს.
ძირითადი მოვალეობები: მომხმარებლების მომსახურება, მაგიდების მეთვალყურეობა, მიწოდების სერვისის კონტროლი.
სამუშაო გრაფიკი: მცოცავი, კვირაში 5 დღე, დღეში 9 საათი.
ანაზღაურება: საცდელი პერიოდი - 1000 ლარი, საბოლოოდ - 1300 NET + თიფი.
პიცერია მუშაობს 3 ცვლაში, წინასწარ გექნებათ ყოველკვირეული ცვლების ცხრილი.
მნიშვნელოვანი დეტალები:
** ღამის ცვლა მუშაობას ამთავრებს 1 საათზე, ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია.
** სტუდენტებს ექნებათ მხარდაჭერა, შესაძლებელი იქნება სამუშაო დროების წინასწარი შეთანხმება.
** ტრენინგის/გამოსაცდელი პერიოდის 1 თვიანი ვადა (ანაზღაურდება სტანდარტულად).
ვის ვეძებთ: ნებისმიერ ადამიანს ვისაც აქვს ან არ აქვს გამოცდილება მომსახურების სფეროში, მთავარია იყოს კომუნიკაბელური, სხარტი, აქტიური, გუნდური მოთამაშე.
გასაუბრების პირველი ეტაპი ჩატარდება ონლაინ.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე recruitingingeorgia@gmail.com.
|