დასახელება:
ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
პირველი ნაბიჯი საქართველო
|
გამოქვეყნდა: 23 ივნისი
/ ბოლო ვადა: 10 ივლისი
|
არასამთავრობო ორგანიზაცია "პირველი ნაბიჯის" კონსულტაციისა და თერაპიის ცენტრი აცხადებს ვაკანსიას ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტის პოზიციაზე.
"პირველი ნაბიჯი" ზრუნავს განვითარების შეფერხების რისკის მქონე ან განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებსა და მათი ოჯახების მხარდაჭერაზე.
ადგილმდებარეობა: რუსთავი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:
** უმაღლესი განათლება/დამამთავრებელი კურსი;
** ჯანდაცვის სამინისტროს მიერ აღიარებული, "კოალიცია ბავშვთა ადრეული განვითარებისთვის" ჩატარებული სასერტიფიკატო კურსის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი, P, B ან A დონის სერტიფიკატი)
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (WORD, EXCEL, INTERNET) ცოდნა მომხმარებლის დონეზე; ელექტრონული ფოსტის გამოყენების უნარი;
** საქმიანობის ორგანიზება და დაგეგმვა, დროის მენეჯმენტის უნარი;
** პროფესიული განვითარებისათვის მზაობა/თვითგანვითარების უნარები;
** პასუხისმგებლობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, კოლეგიალურობა;
** გუნდურად მუშაობა.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ბავშვისა და ოჯახის შეფასება ადრეული განვითარების პროგრამის სტანდარტის შესაბამისი ფორმებით;
** ბავშვისა და ოჯახის ინდივიდუალური განვითარების გეგმის შედგენა და შესაბამის დროს გადაფასება ადრეული განვითარების პროგრამის სტანდარტის შესაბამისი ფორმის მიხედვით;
** ბავშვთან და ოჯახთან მომსახურების მიწოდება ბუნებრივ გარემოში, ადრეული განვითარების პრინციპებისა და ფილოსოფიის გათვალისწინებით;
** მუშაობისას ოჯახის წევრების გაძლიერებაზე/უნარების განვითარებაზე ორიენტირებულობა, ბავშვის ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინება;
** ოჯახის მხარდაჭერა საგანმანათლებლო დაწესებულებაში ტრანზიციასა და სხვადასხვა სათემო სერვისების მისაღებად.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: vacancy.fsg@gmail.com. განცხადებების მიღების ბოლო ვადა 2025 წლის 10 ივლისამდე.
გთხოვთ მეილში მიუთითეთ პოზიციის დასახელება და ადგილმდებარეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
|
|
|
|