დასახელება:
აღმასრულებელი დირექტორი
|
მომწოდებელი:
ჯინო ჰოლდინგი
|
გამოქვეყნდა: 23 ივნისი
/ ბოლო ვადა: 23 ივლისი
|
ქართულ-სლოვაკური კომპანია "ჯინო ჰოლდინგი" საქართველოში არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს.
ჰოლდინგის მიმდინარე პროექტების პორტფელში ყველაზე მსხვილი პროექტია "თბილისის ბულვარი", რომელიც "ჯინო აკვაპარკის" მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის აშენებას ითვალისწინებს. პროექტი ერთ სივრცეში გააერთიანებს როგორც საცხოვრებელ, ისე სავაჭრო, საოფისე და სასტუმრო ინფრასტრუქტურას.
"ჯინო ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: აღმასრულებელი დირექტორი
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბეშენოვას ქ. #20
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ჰოლდინგის გრძელ ვადიანი ბიზნეს სტრატეგიის შექმნა.
** ჰოლდინგის გუნდის კოორდინირებული და ეფექტური მართვა.
** ჰოლდინგის მასშტაბით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების ეფექტური მართვა.
** ყველა ოპერაციის და ბიზნეს აქტივობის ზედამხედველობა და მათი შესაბამისობის უზრუნველყოფა საერთო სტრატეგიასა და მისიასთან
** ჰოლდინგის იმიჯზე ზრუნვა.
** კომპანიის წარდგენა ლოკალურ/საერთაშორისო ბიზნეს გარემოცვებში.
** საჭირო კომერციული გადაწყვეტილებების მიღება.
** გადაწყვეტილებების ანალიტიკური შეფასება და ხელმძღვანელთან რეპორტინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
** ძლიერი ფინანსური უნარები და ბიუჯეტის მართვის გამოცდილება;
** საოფისე (MS Office) პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა
პიროვნული თვისებები:
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდურ მუშაობაზე ორიენტირებული;
** მართვისა და ორგანიზების უნარი;
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: hr@ginoaquapark.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|