Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=644156&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების აღმასრულებელი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების აღმასრულებელი
მომწოდებელი: ქართული სასტუმროების ქსელი
გამოქვეყნდა: 23 ივნისი / ბოლო ვადა: 01 ივლისი
ქართული სასტუმროების ერთ-ერთი ქსელი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აღმასრულებლის პოზიციაზე.

სამუშაო აღწერილობა:

** სამუშაო ადგილი: თბილისი
** ხელზე ასაღები ხელფასი: 2000
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (09:00-18:00)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ადგილობრივი ბაზრის პოტენციალის ანალიზი და კონკურენტუნარიანი ქმედებების განხორციელება
** ახალი პარტნიორების მოძიება და სათანამშრომლო სტრატეგიის შემუშავება
** მოლაპარაკებების წარმოება პოტენციურ და არსებულ პარტნიორებთან
** სამუშაო კვირეულის დაგეგმარება კომპანიის პოლისით და რეფორთინგი
** პარტნიორების ბაზის დამუშავება ყოველდღიურ რეჯიმში
** თითოეულ პარტნიორთან გაყიდვების დინამიკის ყოველკვირეული მონიტორინგი და რეფორთინგი
შეხვედრების ორგანიზება და განხორციელება
** ჯავშნის მოთხოვნების დამუშავება და ასახვა სასტუმროს დაჯავშნის სისტემაში და მათი მონიტორინგი
** გაუთვალისწინებელი სიტუაციების მართვა და მოლაპარაკების წარმოება პარტნიორებთან, მათ შორის "ოვერბუკინგის" მართვა, რელოკაციის პროცედურების დაცვით

საჭირო განათლება, ცოდნა, თვისებები და უნარები:

** მინიმუმ 3+ წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში (სასტუმრო სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად)
** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა (B2)
** საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Excel, MS Outlook, MS Word)
** სათანამშრომლო პირობების დაკონტრაქტების გამოცდილება
** მოლაპარაკებების უნარი
** გუნდური პრინციპით მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობიანობა, შრომისუნარიანობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, კეთილსინდისიერება, აკურატულობა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი განახლებული CV გამოგზავნოთ ელფოსტაზე hroutsource24@gmail.com არაუგვიანეს 2025 წლის 1 ივლისისა
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია