Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=644154&print=yes&view=jobs
 
მთავარი ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი ინჟინერი
მომწოდებელი: ჯინო ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 23 ივნისი / ბოლო ვადა: 23 ივლისი
ქართულ-სლოვაკური კომპანია "ჯინო ჰოლდინგი" საქართველოში არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს.

ჰოლდინგის მიმდინარე პროექტების პორტფელში ყველაზე მსხვილი პროექტია "თბილისის ბულვარი", რომელიც "ჯინო აკვაპარკის" მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის აშენებას ითვალისწინებს. პროექტი ერთ სივრცეში გააერთიანებს როგორც საცხოვრებელ, ისე სავაჭრო, საოფისე და სასტუმრო ინფრასტრუქტურას.

"ჯინო ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მთავარი ინჟინერი

სამუშაო ადგილი: თბილისი, ბეშენოვას ქ. #20

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სამშენებლო სამუშაოების შესრულების სისტემატური კონტროლი და ზედამხედველობა;
** მშენებლობის პროცესის პროექტთან შესაბამისობის მონიტორინგი და კონტროლი;
** პროექტებში არსებული ტექნიკური საკითხების მონიტორინგი, სპეციფიკაციის შედგენა და კომპანიის მენეჯმენტთან შეთანხმება;
** პროექტების მიმდინარეობისას, ცვლილებების საჭიროების საინჟინრო-ტექნიკური ანალიზი;
** სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
** შესრულებული სამუშაოების მოცულობებისა და ვადების კონტროლი;
** სამშენებლო სამუშაოების მონიტორინგი და ყოველკვირეული ანგარიშის მომზადება;
** კონტრაქტორი კომპანიების თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს კონტროლი;
** ობიექტის მიმდინარე საინჟინრო პროცესების მონიტორინგი და რეპორტინგი;
** ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული და ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების შედარებითი ანგარიშების მომზადება;
** შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი და შეფასება; დეფექტებზე დროული რეაგირება და გამოსწორების კონტროლი;
** სამშენებლო სამუშაოების დადგენილ ვადებში, შესაბამისი ხარისხითა და დადგენილი მოცულობით დასრულების უზრუნველყოფა;
** დაინტერესებულ მხარეებთან რეგულარული კომუნიკაცია;
** ობიექტზე შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით პარტნიორ ორგანიზაციებთან კომუნიკაცია და კოორდინაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით;
** სხვადასხვა სახის შენობა-ნაგებობების მშენებლობის გამოცდილება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** არქიტექტურული და კონსტრუქციული ნახაზების მართვისა და წაკითხვის უნარი;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Microsoft project, AutoCAD, ArchiCAD);
** სასურველია რუსული და/ან ინგლისური ენების ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდურ მუშაობაზე ორიენტირებული;
** მართვისა და ორგანიზების უნარი;

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: hr@ginoaquapark.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია