დასახელება:
სიმულაციური ცენტრის პაციენტი
|
მომწოდებელი:
ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი
|
გამოქვეყნდა: 23 ივნისი
/ ბოლო ვადა: 05 აგვისტო
|
"შპს ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი" (http://cue.edu.ge/) არის ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში მოქმედი საქართველოს რეგიონული კერძო მრავალპროფილური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის მისიას წარმოადგენს ცოდნის შექმნა და გავრცელება; უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე. უნივერსიტეტი ავითარებს თანამედროვე, კარგად აღჭურვილ, კომფორტულ სამუშაო ინფრასტრუქტურას, ინარჩუნებს ფინანსურ მდგრადობას, იზიდავს და ეფექტიანად მართავს მაღალკვალიფიციურ ადამიანურ რესურსებს, ხელს უწყობს მათ პროფესიულ განვითარებასა და თვითრეალიზებას.
"ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას მედიცინის ფაკულტეტის სიმულაციური ცენტრის პაციენტის როლის შემსრულებლის პოზიციაზე. (სტანდარტიზებული/სიმულაციური პაციენტი არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია წინასწარ გაწერილი სცენარის მიხედვით მოირგოს პაციენტის როლი და სიმულაციურ ცენტრში მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა მანიპულაციაში/პროცედურაში).
სტრუქტურული ერთეული: მედიცინის ფაკულტეტი
თანამდებობრივი სარგო: ანაზღაურებადი
სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი, წერეთლის N13
სამუშაოს ტიპი: არასრული განაკვეთი (საგამოცდო განრიგიდან გამომდინარე).
ძირითადი მოვალეობები:
** ითანამშრომლოს საგნის განმახორციელებლებთან, გამომცდელებთან და ადმინისტრაციასთან, საგამოცდო პროცესში პაციენტის როლის სტატუსით
** შეძლოს სხვადასხვა დაავადების სიმულირება წინასწარ გაწერილი ჩექ-ლისტის მიხედვით
** მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა მანიპულაციაში (მაგ: წნევის გაზომვა, პულსის გასინჯვა, ეკგ გადაღება, ფილტვების აუსკულტაცია მოსმენა და ა.შ)
** საჭიროების შემთხვევაში სტუდენტს მისცეს კონსტრუქციული უკუკავშირი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საშუალო ან უმაღლესი განათლება;
** ინგლისური ენის B1 დონე (მეტყველება, წერა).
დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე (CV) უნდა წარმოადგინონ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@cue.edu.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - სიმულაციური ცენტრის პაციენტი.
განაცხადების ბოლო ვადა: 2025 წლის 4 აგვისტო.
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად" თქვენი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.
წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. შესაბამისად, რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას, დაამუშაოს აპლიკანტის პერსონალური მონაცემები შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.
|
|
|
|