დასახელება:
ფილიალის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ჭიტა
|
გამოქვეყნდა: 23 ივნისი
/ ბოლო ვადა: 23 ივლისი
|
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "ჭიტა" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი; (ბაგები წყნეთის გზატკეცილი # 29; (თბილისი, ავლაბარი, ღვინის აღმართი #23;) სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (9:30 - 18:30)
დასვენების დღე: კვირა;
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსური სისტემა
ჩვენს შესახებ:
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "ჭიტა" 1996 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე. ჩვენი პროდუქცია გამოირჩევა მაღალი ხარისხით, ხოლო მომსახურება — პროფესიონალიზმითა და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომით.
კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თანამშრომელთა განვითარებას, მოტივაციასა და გუნდურ მუშაობას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ფილიალის შეუფერხებელი ოპერაციული მართვა
** ფინანსური, სალარო და პროდუქციის დოკუმენტაციის წარმოება
** სარეალიზაციო პროდუქციის ხარისხის და გამართულობის კონტროლი
** სალაროს გამართული მუშაობის მონიტორინგი
** თანამშრომელთა მართვა და სამუშაო გრაფიკების შედგენა
** კორპორატიული გაყიდვების ხელშეწყობა
** უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გამართული მეტყველების და პრეზენტაციის უნარი
** საოფისე პროგრამების ფლობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი
პიროვნული თვისებები:
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** დამოუკიდებელი მუშაობის უნარი
** ეფექტური კომუნიკაცია
** მიზანმიმართული და ორგანიზებული მიდგომა
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: hr-1@chita.ge hr@chita.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: "ფილიალის მენეჯერი"
|
|
|
|