Робота для біженців з України
ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სასტუმრო ალმა
გამოქვეყნდა: 23 ივნისი / ბოლო ვადა: 23 ივლისი
სასტუმრო "ალმა" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, რუსთაველის გამზ.28

სამუშაო პირობები:

** გრაფიკი: 2/2, 12 სთ, 09:00-21:00
** ანაზღაურება: 60 ლარი დღეში
** კვების საფასური: 10 ლარი დღეში

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების მიღება არსებული სტანდარტების მიხედვით რეგისტრაცია, განთავსება, გასტუმრება.
** სტუმრებთან ანგარიშსწორების წარმოება როგორც ნაღდი ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით.
** სასტუმროს სისტემაში სტუმრების რეგისტრაცია, ინფორმაციის დამუშავება და აღრიცხვების და ინვოისების მომზადება.
** სტუმრებისთვის საჭირო ნებისმიერი სახის ინფორმაციის მიწოდება, სასტუმროს ნომრების, წესების და ტარიფების შესახებ.
** სტუმრებთან მუდმივი კომუნიკაცია, მათი კეთილგანწყობის მოპოვება.
** სხვა დეპარტამენტებთან ეფექტური კომუნიკაცია.

ძირითადი მოთხოვნები:

** ინგლისური ენის კარგად ცოდნა, სასურველია რუსულის ცოდნა
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
** სასტუმრო სისტემებთან მუშაობის გამოცდილება
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel)

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა და პასუხისმგებლობის მაღალი დონე
** გუნდური მუშაობის უნარი
** ემოციურად სტაბილურობა და თავშეკავებულობა
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი, დროის სწორად მართვის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: info@almahoteltbilisi.com

ელფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - ადმინისტრატორი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე