Робота для біженців з України
კარტინგის უსაფრთხოების მენეჯერი - წალკა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კარტინგის უსაფრთხოების მენეჯერი
მომწოდებელი: კასს ლენდი
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / ბოლო ვადა: 20 ივლისი
"კასს ლენდ დაიმონდ რეზორტი" აცხადებს ვაკანსიას კარტინგის უსაფრთხოების მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: წალკის მუნიციპალიტეტი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 3000 ლარი გამოცდილების შესაბამისად
კომპანია უზრუნველყოფს: განთავსებას, კვებას

კარტინგის უსაფრთხოების მენეჯერის ვალდებულებაა, რომ უზრუნველყოს ტრასაზე მყოფი მომხმარებლების, თანამშრომლებისა და მთლიანად ობიექტის უსაფრთხო ფუნქციონირება.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კარტინგის ტრასისა და მიმდებარე ზონების უსაფრთხოების მონიტორინგი და კონტროლი;
** ტრასის ყოველდღიური ინსპექტირება (სისტემები, ღობეები, გამაფრთხილებელი ნიშნები და ა.შ.);
** უსაფრთხოების წესების შემუშავება, განახლება და მათი შესრულების კონტროლი;
** მომხმარებლებისა და თანამშრომლებისთვის უსაფრთხოების ინსტრუქციების მიწოდება;
** პერსონალის უსაფრთხოების ტრენინგის ჩატარება და ორგანიზება;
** ავარიების, ინციდენტების ან ხარვეზების დოკუმენტირება და გამოძიება;
** რისკების ანალიზი და მათი პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა;
** უსაფრთხოების ინვენტარის (ჩაფხუტები, ღვედები, ცეცხლმაქრები და სხვა) პერიოდული შემოწმება და განახლება;
** რისკების შეფასება, მართვა და უსაფრთხოების სტანდარტების გატარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ცოდნა
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად დამატებითი მოთხოვნები: პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, კომუნიკაბელურობა, გუნდური მუშაობის უნარი, ანალიტიკური აზროვნება, მომსახურების უნარები.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ (CV) ფოტოსურათით ელ. მისამართზე: HR@Kassland.com
კანდიდატის შერჩევა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან
მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას !
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე