Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=643772&print=yes&view=jobs
 
მიმტანი - წალკა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი
მომწოდებელი: კასს ლენდ დაიმონდ რეზორტი
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / ბოლო ვადა: 20 ივლისი
"კასს ლენდ დაიმონდ რეზორტი" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

მდებარეობა: წალკის მუნიციპალიტეტი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 1200-2000 ლარი, გამოცდილების შესაბამისად
კომპანია უზრუნველყოფს : განთავსებას, კვებას

ფუნქცია-მოვალეობები:

** სტუმრის დახვედრა ღიმილით და კეთილგანწყობით;
** სტუმრებისთვის მენიუს მიხედვით კერძების და სასმელების შეთავაზება;
** სტუმრების შეკვეთების მიღება და დროული მომსახურების უზრუნველყოფა;
** საჭიროების შემთხვევაში კერძების ინგრედიენტების და მომზადების პროცესის შესახებ სტუმრების ინფორმირება;
** კერძების/შეკვეთის თანმიმდევრობით სტუმართან გატანა;
** სტუმრებისთვის ყურადღების მიქცევა, პოზიციის კონტროლი;
** სტუმრებისთვის ანგარიშის მომზადება/მიტანა;
** სტუმრის გაცილება და შთაბეჭდილების გაგება;
** სუფრის გაწყობა/გასერვირება (მაგიდების და დამხმარე სერვის/კარადის

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
** მსგავსი მოვალეობების შესრულების 2 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

დამატებითი მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა,
** პუნქტუალურობა,
** ორგანიზებულობა,
** დეტალებზე ორიენტირებულობა,
** კომუნიკაბელურობა,
** გუნდური მუშაობის უნარი,
** ანალიტიკური აზროვნება,
** მომსახურების უნარები;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ (CV) ფოტოსურათით ელ. მისამართზე: HR@Kassland.com

კანდიდატის შერჩევა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას !

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია