Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=643725&print=yes&view=jobs
 
B2C გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: B2C გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ნამი 8
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / ბოლო ვადა: 20 ივლისი
ინფორმაცია კომპანიის შესახებ: კომპანია "TSUR GROUP", არის ქარულ-ებრაული კომპანია, რომელიც 2020 წლიდან აქტიურად საქმიანობს ქართულ ბაზარზე. ჰოლდინგი აერთიანებს სხვადასხვა ინდუსტრიის მოწინავე კომპანიებებს. ჰოლდინგის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს: https://www.tsur-group.com/

"ნამი 8" ქართულ ბაზარზე 2022 წლიდან ოპერირებს და ორიენტირებულია წყლის მოხმარების ქცევის ცვლილებაზე. კომპანია "ნამი 8"უზრუნველყოფს თქვენთვის სუფთა და გაფილტრული მაღალი ხარისხის სასმელი წყლის უწყვეტ მოწოდებას, როგორც თქვენი ოფისებისთვის ასევე სახლებისთვის. კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: https://nami8.ge/

კომპანია "ნამი 8-ში" ვეძებთ გუნდის ახალ წევრს, B2C გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ამ პოზიციაზე, მნიშვნელობა ენიჭება: ეფექტური გაყიდვების და კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარებს.

ჩვენ გთავაზობთ:

** აქტიურ/დინამიურ და საინტერესო სამუშაო გარემოს;
** ზრდის და განვითარების მაღალ შესაძლებლობას;
** კონკურენტულ საბონუსე სისტემას;
** FITPASS-ის გამოყენების შესაძლებლობას.
** კეთილმოწყობილ ოფისს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;

სამუშაო ადგილი: თბილისი, ქავთარაძის #13

ძირითადი უფლება მოვალეობები:

** B2C ბაზარზე, ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება, პოტენცურ მომხმარებლებთან ადგილზე მისვლა და მათთან მუდმივი კომუნიკაცია.
** პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრების ორგანიზება, ეფექტური მოლაპარაკებების წარმოება, კომპანიის სერვისის წარდგენა და პრეზენტაცია.
** საცალო გაყიდვების ინდივიდუალური გეგმის შესრულება.
** გამავალი ზარების განხორციელება პოტენციურ კლენტებთან.
** ნამი 8-ს პროდუქტების, მომსახურების, სიახლეების და აქციების შესახებ მომხმარებლებისათვის სრული და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება.
** რეპორტინგი ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
** MS Office-ის ცოდნა.
** სასურველია CRM-ში მუშაობის გამოცდილება.
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (დამატებითი უცხო ენა ჩაითვლება უპირატესობად).

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@nami8.ge.
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "B2C გაყიდვების მენეჯერი"
გისურვებთ წარმატებას!

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია