დასახელება:
ჩამსხმელი-ოპერატორი
|
მომწოდებელი:
Best Business Solutions
|
გამოქვეყნდა: 20 ივნისი
/ ბოლო ვადა: 20 ივლისი
|
საკონსულტაციო კომპანია "BBS-best business solutions" აცხადებს ვაკანსიას პარტნიორი კომპანიისთვის ავტოგასამართი სადგურის ჩამსხმელი-ოპერატორის პოზიციაზე ქ. თბილისში.
გარემოს დაცვა და ეკოლოგიური უსაფრთხოება კომპანიის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.
ბენეფიტები:
** თანამშრომელთა განვითარებაზე ორიენტაცია - კომპანია მხარს უჭერს პროფესიულ ზრდას და წინსვლას
** ცვლადი გრაფიკის მაქსიმალური მორგება - ცვლების დაგეგმვა ხდება თანამშრომელთან შეთანხმებით
** საცხოვრებელი ადგილის გათვალისწინება - სამუშაო ადგილი შეირჩევა საცხოვრებელთან მაქსიმალურად ახლოს
** გამოცდილება არ მოითხოვება - პოზიციაზე დასაწყებად არ არის საჭირო წინა სამუშაო გამოცდილება
** სწავლება და მხარდაჭერა ადგილზე - სრულყოფილი ინსტრუქტაჟი და მხარდაჭერა უზრუნველყოფილია სამუშაო პროცესში
პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: 24-საათიანი ცვლა ყოველ მესამე დღეს (თვეში საშუალოდ 10-11 ცვლა), დილის 8 ან 9 საათიდან, ცვლის გადაბარება ხდება ობიექტზე 08:00-09:00 საათამდე
** ანაზღაურება: 700-900 ლარი (ხელზე ასაღები თანხა) - გათვალისწინებული იქნება ლოკაცია ფიქსირებული ანაზღაურებისას
** ანაზღაურებადი სტაჟირება, შრომითი ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ოფიციალურ უქმე დღეებზე ცვლაში მუშაობის შემთხვევაში ცვლის ანაზღაურება გაორმაგებულია ოფიციალური უქმე დღეების გარდა თუ რომელიმე თანამშრომელს მოუწევს ზეგანაკვეთურად ცვლაში მუშაობა, ცვლის ანაზღაურება არის 125%.
წლიური ბონუსები:
** საახალწლო - 100%
** აღდგომა - 40%
** მენავთობეთა დღე სექტემბერში- 60%
ბონუსის მისაღებად საჭიროა მინიმუმ 3 თვიანი უწყვეტი თანამშრომლობა
ლოკაცია №1 (ანაზღაურება ხელზე ასაღები - 735 ლარი)
** გელოვანი - 3 ჩამსხმელი ოპერატორი
** თბილისის შემოსასვლელში (თბილი მოლთან ახლოსაა) 1 ჩამსხმელი ოპერატორი
** ბელუქსის მოპირდაპირე მხარე (მასივში) - 3 ჩამსხმელი ოპერატორი
ლოკაცია №2 (ანაზღაურება ხელზე ასაღები - 820 ლარი)
** თბილისის გასასვლელში (თბილი მოლთან ახლოსაა) - 1 ჩამსხმელი ოპერატორი
** გლდანი, შეშელიძის 24 - 2 ჩამსხმელი ოპერატორი
** საბურთალო, თამარაშვილის ქუჩა- 3 ჩამსხმელი ოპერატორი
ძირითადი მოვალეობები
** საწვავის რეალიზაცია ორგანიზაციაში არსებული ფორმით და წესების დაცვით
** მომხმარებლის მომსახურება არსებული სტანდარტების დაცვით
** სალარო ოპერაციების შესრულება და საბანკო ტერმინალთან მუშაობა
** შრომის უსაფრთხოების და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესების დაცვა
** ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების დაცვა სამუშაო სივრცეში
** კომპანიის მიერ გაცემული უნიფორმის ტარება სავალდებულოა
სასურველი უნარ-ჩვევები:
** ეფექტური კომუნიკაცია
** დამოუკიდებელი მუშაობის უნარი
** გუნდურობა
** პასუხისმგებლობა და პუნქტუალურობა
** ენერგიულობა და სისხარტე
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: info@bbsolution.ge და მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში "ჩამსხმელი ოპერატორი".
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 599 09 25 29.
რეზიუმე/CV-ის გამოგზავნით თქვენ, აცხადებთ რომ კომპანიის მიერ თქვენი კანდიდატურის შერჩევისა და შრომითი ურთიერთობების წარმოშობის მიზნით განხორციელდეს თქვენი პერსონალური მონაცემების (მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების) დამუშავება, მათ შორის, შენახვა (1 წლის ვადით) და მესამე პირთათვის გადაცემა, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესების დაცვით. თანხმობა ეხება წარმოდგენილ ბიოგრაფიულ მონაცემებს და აგრეთვე, სხვა ნებისმიერ პერსონალურ მონაცემს, რომელთა დამუშავება ნებადართულია საქართველოს კანონმდებლობით. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს უარი თქვათ თქვენს მიერ გაცხადებულ თანხმობაზე ან მოითხოვოთ მისი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა (მონაცემთა დამუშავების დროებითი შეჩერება), წაშლა ან განადგურება შემდეგ ელ.ფოსტაზე შესაბამისი წერილობითი მოთხოვნის გაგზავნის გზით: info@bbsolution.ge
|
|
|
|