დასახელება:
მზარეული
|
მომწოდებელი:
კრაფტ გრილი და ლუდი
|
გამოქვეყნდა: 20 ივნისი
/ ბოლო ვადა: 01 ივლისი
|
Craft Food ჰოლდინგის შვილობილი კომპანია "კრაფტ გრილი და ლუდი" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე, ქ. თბილისში.
ძირითადი მიმართულება: გრილი (ხორც-პროდუქტები) და მასთან დაკავშირებული ყველა სახის მენიუ და კრაფტ ლუდი.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო დრო: კვირაში 40 სთ.
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ბელიაშვილის ქუჩა N103.
** ანაზღაურება: შეთანხმებით, კვალიფიკაციის მიხედვით.
ძირითადი მოვალეობები:
** სამზარეულოში დადგენილი სტანდარტითა და რეცეპტურით კერძების მომზადება;
** რესტორანში არსებული კერძების მომზადება (ცხელი, ცივი, გრილზე მომზადება);
** ხარისხის, ჰიგიენისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;
** სამზარეულოში არსებული მარაგების ეფექტურად გამოყენება;
** რეცეპტის კონფიდენციალურობის დაცვა;
** საკვები ან სასმელი პროდუქტების, ინვენტარის და დანადგარების უსაფრთხოდ და სწორად შენახვის წესების ცოდნა და დაცვა;
** ინვენტარის და ინსტრუმენტების მოხმარების წესების დაცვა;
** კომპანიის სტანდარტებისა და პოლიტიკის დაცვა.
მოთხოვნები:
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ქართულ/ევროპულ სამზარეულოში მუშაობის გამოცდილება;
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** პუნქტუალურობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** სამუშაოს სწრაფად და ეფექტურად შესრულება
** გუნდური მუშაობა
განცხადების მიღების ბოლო ვადაა - 2025 წლის 01 ივლისი.
რეზიუმეს გამოგზავნა შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@craftfood.ge
"subject" ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "მზარეული".
|
|
|
|