Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=643698&print=yes&view=jobs
 
ამწყობი ტექნიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ამწყობი ტექნიკოსი
მომწოდებელი: ფეიბოქსი
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / ბოლო ვადა: 20 ივლისი
კომპანია "ფეიბოქსი" საგადახდო მომსახურების მიწოდებას უზრუნველყოფს სწრაფი გადახდის ტერმინალების მეშვეობით. ფეიბოქსის ტერმინალები მთელი საქართველოს მასშტაბით არის განთავსებული, სადაც მომხმარებელს შეუძლია მიიღოს სასურველი მომსახურება 24/7 რეჟიმში.

ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფისთვის კომპანია იყენებს საუკეთესო პრაქტიკებს, რომელიც დამკვიდრებულია თანამედროვე ბაზარზე, სწორედ ეს ფაქტი არის კომპანიის მუდმივი პროგრესის საწინდარი.

თუ გსურს გახდე დინამიკურად მზარდი გუნდის წევრი და გაინტერესებს ტექნიკური გამოცდილების დაგროვება - ჩვენი კომპანია "ფეიბოქსი" აცხადებს ვაკანსიას ამწყობი ტექნიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

მოთხოვნები:

** ტექნიკურ სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** კომპიუტერული სისტემების ძირითადი ცოდნა (ოპერაციული სისტემების ინსტალაცია, დრაივერებისა და პროგრამების დაყენება);
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სწრაფი ჩარიცხვის აპარატების ოფისში აწყობა;
** სწრაფი ჩარიცხვის აპარატების სრულ საექსპლუატაციო მდგომარეობამდე მომზადება;
** აპარატების პროგრამული გამართულობის უზრუნველყოფა: სისტემის გამართვა, დრაივერების დაყენება, პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია;

უნარები:

** გუნდურობა
** ოპერატიულად მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** სამუშაოს ორგანიზება
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@numus.ge გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ამწყობი ტექნიკოსი" სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია