Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=643691&print=yes&view=jobs
 
პრესეილერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრესეილერი
მომწოდებელი: ფუდ ატელიე
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / ბოლო ვადა: 20 ივლისი
გაყინული მზა პროდუქტების მწარმოებელი "ფუდ ატელიე" აცხადებს ვაკანსიას პრესეილერის პოზიციაზე

პირობები:

** სახელფასო ბიუჯეტი: ფიქსირებული 1000 ლარი + ბონუსი გაყიდვებიდან
** სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 საათი (1 საათი შესვენება)

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი ობიექტების მოძიება და მოზიდვა თბილისსა და რეგიონებში;
** მოლაპარაკების წარმართვა ობიექტებთან;
** ქსელის გაფართოებაზე მუდმივი ზრუნვა;
** გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ზრუნვა;
** კლიენტების შეკვეთების მიღება/გაფორმება და დამუშავება;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ოპერატიული ანალიზი;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი და მერჩენდაიზინგი;
** დებიტორების კონტროლი და ანალიზი;
** ობიექტების დავალიანებების კონტროლი და თანხების ამოღება;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა მითითებების შესრულება.

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** მართვის მოწმობა B კატეგორია;
** საკუთარი ავტომობილი

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელობა და სითამამე;
** სისწრაფე, ოპერატიულობა;
** ინიციატივიანობა, აქტიურობა;
** გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** კეთილსინდისიერი და პასუხისმგებლობიანი;
** შრომისმოყვარე, ორგანიზებული და მოტივირებული;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი

დაინტერესებულმა პირებმა გადმოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მეილზე: foodatelie@gmail.com, დანიშნულებაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია