დასახელება:
მეთვალყურე
|
მომწოდებელი:
საქართველოს ეროვნული მუზეუმი
|
გამოქვეყნდა: 20 ივნისი
/ ბოლო ვადა: 20 ივლისი
|
სსიპ - საქართველოს ეროვნული მუზეუმის მუზეუმთა გაერთიანებაში შემავალი "გ. ჩიტაიას სახელობის საქართველოს ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის მუზეუმი" აცხადებს ვაკანსიას მეთვალყურის პოზიციაზე (სეზონური სამუშაო).
ადგილების რაოდენობა - 1
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** რომელიმე უცხო ენის ცოდნა B1 დონეზე;
** სახელმწიფო ენის სრულყოფილი ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კეთილსინდისიერება;
** გუნდური მუშაობის უნარი.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ექსპონატ-ნაგებობისა და მასში განთავსებული ექსპონატების მოვლა-პატრონობა;
** მუზეუმის ვიზიტორების მეთვალყურეობა და მუზეუმში დადგენილი წესების დაცვის კონტროლი;
** დამთვალიერებლებისთვის ზოგადი ინფორმაციის მიწოდება არსებული ექსპონატ-ნაგებობის შესახებ.
ამუშაოს ხანგრძლივობა: 4 თვე.
სამუშაო გრაფიკი: დასაქმებული მუშაობს კვირაში 5 დღე (დასვენების დღე - ორშაბათი და კვირის რომელიმე დღე არჩევით).
სამუშაო საათები: 10:00-18:00 სთ.
ანაზღაურება: ხელზე ასაღები თანხა 640 ლარი.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კუს ტბის ასახვევი N1
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrgnmuseum@gmail.com
საკონტაქტო პირი: 555 32 09 26
|
|
|
|