დასახელება:
შესყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
Qosos.Store
|
გამოქვეყნდა: 19 ივნისი
/ ბოლო ვადა: 19 ივლისი
|
ონლაინ მაღაზია "Qosos.Store" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მომწოდებლების შესახებ კვლევების წარმოება და შემდეგი პარამეტრების შეფასება: საქონლისა და მომსახურების ღირებულება, საქონლის/მომსახურების ხარისხი და მიწოდების სისწრაფე;
** შესყიდვის პროცესების დაგეგმვა, განხორციელება და სრული პროცესის კონტროლი თანმხლები დოკუმენტაციის, ხელშეკრულებების და ინვოისების კონტროლი;
** პროდუქტების ფასების მუდმივი შედარება კონკურენტებთან, მომწოდებლების რეგულარული მონიტორინგი, საუკეთესო ფასის მისაღებად;
** გაყიდვების მონაცემების ანალიზი, აქციების ეფექტურობის შეფასება და ანგარიშების მომზადება;
** აქციების დაგეგმვა;
** საუკეთესო ფასის და პირობის მოპოვება მომწოდებლებთან;
** პროდუქციის ანალიზი, აქტიური და მოთხოვნადი პოზიციების გამოვლენა;
** ნაშთების მუდმივი მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია შესყიდვების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** უცხო ენების (ინგლისური და რუსული) საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** სიახლეების სწრაფი ათვისების უნარი;
** კრიტიკულ სიტუაციებში გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** კომუნიკაბელური;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ CV მეილზე: Info@qosos.store (მეილზე გამოგზავნის შემთხვევაში, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება)
წარმატებას გისურვებთ!
|
|
|
|