Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=643531&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: მეტალ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 19 ივნისი / ბოლო ვადა: 19 ივლისი
კომპანია "მეტალ ჯორჯია" წარმოადგენს შავი ლითონის (კერძოდ: არმატურა, შველერი, გლინულა, კუთხოვანა, მასიური კვადრატი, პროფილური და მრვალი მილები, ორტესებრი კოჭი და ფურცლოვანი ფოლადი) საცალო და საბითუმო სავაჭრო ქსელს. კომპანია 20 წელია წარმატებით არსებობს ქართულ ბაზარზე და გამოირჩევა სტაბილურობით და მუდმივი განვითარევით.

კომპანია ეძებს გუნდის ახალ წევრებს გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს;
** განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობას;
** ეფექტური საბონუსე სისტემა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის პროდუქციის შესახებ ინფორმაციის სრულყოფილად ცოდნა;
** კომპანიაში არსებული ბაზის საფუძველზე პოტენციური კლიენტების მოძიება, ზარების და შეხვედრების დაგეგმვა, განხორციელება;
** მომხმარებლის მოთხოვნის სწორი ანალიზი;
** შეხვედრების ჩატარება (გასვლითი და მიღება ოფისში)
** არსებული ბაზის გამდიდრება და სამშენებლო კომპანიებში ვიზიტი დაგეგმვა;
** სამშენებლო ობიექტების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების წარმოება, პროდუქციის პრეზენტაციის წარდგენა;
** პროდუქციის შეთავაზება და კონსულტაციის ჩატარება;
** შეკვეთის გაფორმება და მიწოდების საკითხების დაზუსტება;
** კონტაქტზე ყოფნა პოტენციურ დამკვეთებთან და არსებულ დამკვეთებთან: შეთავაზების გადაგზავნა, სიახლეების გაცნობა, შეხსენებების გაკეთება;
** ყოველდღიური და ყოველთვიური რეპორტინგის მომზადება.

მოთხოვნები:

** სხვადასხვა ტიპის რკინისა და მისგან წარმოებული მასალებისა ცოდნა ან/და რკინასთან და ლითონთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია B კატეგორიის მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილის ყოლა.

სამუშაო საათები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 9:00-17:00, შაბათს - 9:00-14:00.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დიდუბე-ჩუღურეთი
ანაზღაურება: პირველი 3 თვე ფიქსირებული - 2000 ლარი, შემდეგ გამომუშავებით

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდით ნომერზე 550 007 195 ან გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელ-ფოსტაზე: hr@metalgeorgia.ge და სათაურის ველში მიუთითეთ "გაყიდვების მენეჯერი".

შპს "მეტალ ჯეორჯია" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "მეტალ ჯეორჯიას" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი 6 თვის განმავლობაში.

შპს "მეტალ ჯეორჯია" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია