Робота для біженців з України
ინგლისური ენის პედაგოგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინგლისური ენის პედაგოგი
მომწოდებელი: English Academy
გამოქვეყნდა: 19 ივნისი / ბოლო ვადა: 19 ივლისი
"ინგლისური ენის აკადემია" აცხადებს ვაკანსიას ინგლისური ენის პედაგოგის პოზიციაზე ახალი სასწავლო წლისთვის (სექტემბრიდან)

ჩვენ შესახებ:

მის: ვაკე, ი. ჭავჭავაძის გამზირი #21 (მზიურთან)

"English Academy" არის ადგილი სადაც ნებისმიერი ასაკის მსურველს აქვს შესაძლებლობა დაეუფლოს ინგლისურ ენას ჩვენი აკადემიის მიერ შედგენილი პროგრამების შესაბამისად.

სასწავლო პროგრამები მოიცავს ყველა აუცილებელ უნარს:

** საუბარს
** გრამატიკას
** აუდიოს
** მართლწერას

Starter-Advanced-ის ჩათვლით.

გთხოვთ გაეცანით ჩვენს ფეისბუქ გვერდს ზოგადი წარმოდგენისთვის, გადადით ლინკზე: https://www.facebook.com/profile.php?id=100064333583378&mibextid=ZbWKwL

ანაზღაურება: საათობრივი.
გრაფიკი: მოქნილი, წინასწარი შეთანხმებით (ორშაბათი-ოთხშაბათი-პარასკევი/ორშაბათი-ოთხშაბათი, სამშაბათი-ხუთშაბათი/შაბათი)

ვაკანსია ითვალისწინებს როგორც ადგილზე დასაქმებას, ასევე დისტანციურად.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - უცხო ენები (ინგლისური ენის მიმართულებით - ფილოლოგი)
** მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე დასწრებით და დისტანციურად.
** შესაძლებლობა განავითაროს და დახვეწოს ინგლისური ენის კურსები სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით

სავალდებულო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** გაკვეთილების დაგეგმვის უნარი ჩვენი სასწავლო პროგრამების შესაბამისად;
** ტესტების შედგენა (საჭიროებიდან გამომდინარე);
** სამუშაოსა და დროის მართვის უნარი;
** კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარი;
** თბილი, მეგობრული დამოკიდებულება სტუდენტებისა და მოსწავლეების მიმართ;
** აქტიური, პოზიტიური, შრომისმოყვარე და პუნქტუალური;
** ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

გასაუბრება:

** ეტაპი პირველი - გასაუბრება
** ეტაპი მეორე - იმიტირებული გაკვეთილის ჩატარება
** ეტაპი მესამე - დასაქმება.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: eacademytbilisi@gmail.com ელექტრონული ფოსტის ველში თემა (subject) მითითებული უნდა იყოს "ინგლისური ენის მასწავლებელი ". დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე