Робота для біженців з України
ანალიზური განვითარების ლაბორატორიის ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ანალიზური განვითარების ლაბორატორიის ანალიტიკოსი
მომწოდებელი: GM Pharmaceuticals
გამოქვეყნდა: 18 ივნისი / ბოლო ვადა: 18 ივლისი
"GM Pharmaceuticals" წარმოადგენს 25 წლიანი გამოცდილების მქონე საერთაშორისო, მულტინაციონალურ, ფარმაცევტულ კორპორაციას, რომლის მედიკამენტები და საკვები დანამატები (ბად-ები) იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია, შვედეთი, პორტუგალია) და საქართველოს GMP- სერტიფიცირებულ საწარმოებში. საწარმოს გააჩნია ფარმაცევტული წარმოებისათვის აუცილებელი ყველა საერთაშორისო სერტიფიკატი და ნებართვა.

"GM Pharmaceuticals"-ში დასაქმებულია 700-ზე მეტი მაღალკვალიფიციური თანამშრომელი საქართველოსა და კომპანიის საექსპორტო ქვეყნებში.

"GM Pharmaceuticals" აცხადებს ვაკანსიას ანალიზური განვითარების ლაბორატორიის ანალიტიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა
გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, ცვლიანი განრიგი (6 საათიანი სამუშაო დღე)

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამსახურს;
** პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** კონკურენტულ, მზარდ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

ძირითადი მოვალეობები:

** მონაწილეობა ანალიზური მეთოდის დამუშავებასა და არსებული მეთოდების ოპტიმიზაციაში;
** სტაბილურობის კვლევების წარმოება;
** მონაწილეობა ვალიდაციის მეთოდების შემუშავებასა და მიმდინარეობაში;
** მონაწილეობა ახალი მეთოდების შესწავლასა და დანერგვაში;
** მონაწილეობა ხარისხის მართვის სისტემის პროცესებში კომპეტენციის ფარგლებში.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ქიმიის ან ფარმაციის მიმართულებით;
** ანალიზური, ორგანული და ფარმაცევტული ქიმიის (ფარმაცევტებისთვის) სიღრმისეული ცოდნა;
** ანალიზურ ინსტრუმენტებთან (GC; HPLC; UV დაა.შ) მუშაობის გამოცდილება;
** ანალიზური ხელსაწყოების მუშაობის პრინციპისა და საფუძვლების ცოდნა.

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დისციპლინირებულობა და პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მიზანდასახულობა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
** გუნდურობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: vacancy@gmpgeo.com არაუგვიანეს 2025 წლის 18 ივლისისა. გთხოვთ, საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გაცნობებთ, რომ თქვენ პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ, მათ შორის, ვაგროვებთ, ვამოწმებთ და ვინახავთ თქვენი განაცხადის განსახილველად, კანდიდატთა შერჩევისთვის/დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში.

თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, მათ შორის, კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენ მიერ შეინახება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში.

ამასთან, შესაძლებელია ჩვენ მიერ თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები დამუშავდეს სხვა ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, არაუმეტეს 6 თვის განმავლობაში. თუ არ გსურთ შემდგომში ზემოაღნიშნული მიზნით დამუშავდეს თქვენი მონაცემები, გთხოვთ ამის თაობაზე გვაცნობოთ ელექტრონულ ფოსტაზე: hcm@gmpgeo.com

დამატებით გაცნობებთ, რომ თქვენთვის უზრუნველყოფილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის III თავით გათვალისწინებული უფლებები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე