"GM Pharmaceuticals" წარმოადგენს 25 წლიანი გამოცდილების მქონე საერთაშორისო, მულტინაციონალურ, ფარმაცევტულ კორპორაციას, რომლის მედიკამენტები და საკვები დანამატები იწარმოება როგორც საქართველოს GMP- სერტიფიცირებულ მაღალტექნოლოგიურ საწარმოში, ასევე დასავლეთ ევროპის ქვეყნების (გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია, შვედეთი, პორტუგალია) ქარხნებში.
8 ქვეყანაში, 700-ზე მეტი მაღალკვალიფიციური თანამშრომლით წარმოდგენილი GM Pharmaceuticals, არის კომპანია, სადაც ინოვაცია ერწყმის ადამიანურ პოტენციალს, რათა 12 მილიონზე მეტი მომხმარებლის ცხოვრება შეცვალოს უკეთესობისკენ.
"GM Pharmaceuticals" აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი, კომპანიის სათავო ოფისი (ქვემო ფონიჭალა)
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
ჩვენ გთავაზობთ:
** განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;
** პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** კონკურენტულ, მზარდ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.
ძირითადი მოვალეობები:
** პროექტებისთვის გრაფიკული დიზაინის შექმნა/დამუშავება და ტექნიკური მასალების მომზადება (დიზაინის გეგმები, სქემები, მაკეტები);
** პროდუქციის/პროექტების ტექნიკური დოკუმენტაციის შექმნა;
** სამკურნალო საშუალებების ინსტრუქციების, ფოლგის, ინდ კოლოფების მარკირება/დიზაინის მომზადება;
** სამკურნალო საშუალებების შესაფუთი მასალის სპეციფიკაციებისა და საბეჭდი ვერსიების მომზადება;
** ციფრული და სოციალური მედია კომუნიკაციისთვის ვიზუალური კონტენტის შექმნა;
** ბეჭდვითი საკომუნიკაციო მასალის (ბროშურები/ფლაერები/ბუკლეტები) დიზაინის შექმნა და დამუშავება შესაბამის ფორმატში;
** 3D მოდელებისა და ტექნიკური ილუსტრაციების მომზადება;
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, გრაფიკულ დიზაინერად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** შესაბამისი გრაფიკულ-დიზაინერული კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Adobe Photoshop, Corel Draw, Adobe Acrobat, Adobe Illustrator);
** საბეჭდი მასალის მომზადების სპეციფიკის ცოდნა;
აუცილებელი უნარ-ჩვევები:
** კრეატიული და შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
** ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
** დროის მართვის და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;
** შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს შესრულების უნარი;
** დისციპლინირებულობა, პუნქტუალურობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მიზანდასახულობა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: vacancy@gmpgeo.com არაუგვიანეს 2025 წლის 17 ივლისისა. გთხოვთ, საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გაცნობებთ, რომ თქვენ პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ, მათ შორის, ვაგროვებთ, ვამოწმებთ და ვინახავთ თქვენი განაცხადის განსახილველად, კანდიდატთა შერჩევისთვის/დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში.
თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, მათ შორის, კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენ მიერ შეინახება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში.
ამასთან, შესაძლებელია ჩვენ მიერ თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები დამუშავდეს სხვა ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, არაუმეტეს 6 თვის განმავლობაში. თუ არ გსურთ შემდგომში ზემოაღნიშნული მიზნით დამუშავდეს თქვენი მონაცემები, გთხოვთ ამის თაობაზე გვაცნობოთ ელექტრონულ ფოსტაზე: hcm@gmpgeo.com
დამატებით გაცნობებთ, რომ თქვენთვის უზრუნველყოფილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის III თავით გათვალისწინებული უფლებები
|