Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=643117&print=yes&view=jobs
 
სერვისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სერვისის მენეჯერი
მომწოდებელი: თბილისი ჰილს გოლფ მენეჯმენტი
გამოქვეყნდა: 18 ივნისი / ბოლო ვადა: 17 ივლისი
უნიკალური პროექტი "Tbilisi Hills Golf Management", რესტორნის გუნდში ეძებს სერვის მენეჯერს.

მდებარეობა: კრწანისი, თბილისი, საქართველო

ჩვენს შესახებ

ჩვენი გუნდი ავითარებს ყველაზე დიდ უნიკალურ უძრავ ქონების პროექტს თბილისში, რომელსაც ანალოგი არ გააჩნია სრულიად კავკასიის რეგიონში. პროექტი მოიცავს 331 ჰექტარ მიწის ფართობსა და 10, 000 მაცხოვრებელზე გათვლილ სივრცეს, სადაც განლაგებულია ექსკლუზიური მიწის ნაკვეთები და პრემიუმ კატეგორიის აპარტამენტები უნიკალური ხედებით, ასევე 18-ფოსოიანი ევროპული ტოპ 100 გოლფის სათამაშო მოედანი და მაღალი კლასის რესტორანი ტერასით.

"Tbilisi Hills" მუდმივად მიყვება ტენდენციებს და არის FIABCI-Georgia National Prix Excellence Awards 2022-ის ოქროს მფლობელი კატეგორიაში "ენერგოეფექტური და მწვანე პროექტები". ჩვენი ამბიციური და თავდაუზოგავი გუნდი მიზნად ისახავს თბილისის ყველაზე მწვანე და მოთხოვნადი საცხოვრებელი არეალის შექმნას (https://tbilisihills.com).

პოზიციის აღწერა

"Tbilisi Hills" ეძებს აქტიურ და შრომისმოყვარე სერვის მენეჯერს, რომლის ძირითადი ფუნქცია- მოვალეობები იქნება შემდეგი:

** სერვისის გუნდის ხელმძღვანელობა, ყოველდღიური პროცესების კოორდინაცია და პერსონალის დატვირთვის მართვა
** მომსახურების ხარისხის კონტროლი, სტუმართა კმაყოფილების უზრუნველყოფა და უკუკავშირის მართვა
** ბარისა და სამზარეულოს შეკვეთების დროული და ხარისხიანი შესრულების მონიტორინგი
** გუნდის ტრენინგი, შეფასება და განვითარება
** ჯავშნების მართვა და გაყიდვების პროცესის ხელშეწყობა
** მომხმარებელთა უკმაყოფილების მართვა და პრობლემური შემთხვევების გადაჭრა
** მენიუს, სერვის სტანდარტებისა და სპეციფიკური შეთავაზებების კომუნიკაცია პერსონალთან
** შიდა განრიგებისა და სამუშაო გრაფიკების დაგეგმვა
** რეგულარული ანგარიშგება ტოპ მენეჯმენტთან და ინიციატივების წარდგენა მომსახურების გაუმჯობესებისთვის

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** გამართული კომუნიკაციის უნარი;
** გუნდის მართვის უნარი;
** ინგლისური ენის გამართულად, საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;

კომპანია გთავაზობთ:

** საინტერესო და სასიამოვნო გარემოში მუშაობას;
** ანაზღაურება 2000 ლარი (ხელზე ასაღები)
** მოქნილ გრაფიკს: ¾ (3 დღე დასვენება 4 დღე მუშაობა 11 საათიანი გრაფიკი 11 :00 საათიდან 23:00 საათამდე)
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** Fit pass

თუ გსურს, რომ შემოუერთდე საინტერესო გუნდს, განსხვავებულ და შთამბეჭდავ გარემოში, შეხვდე ბევრ საინტერესო ადამიანს, მაშინ ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა და გაგვიზიარე შენი რეზიუმე მითითებულ მეილზე onoathillsrestaurant@tbilisihills.com არა უგვიანეს 17.07.2025. subject-ში აუცილებლად მიუთითეთ "სერვის მენეჯერი".

დავუკავშირდებით, მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

წარმატებას გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია