Робота для біженців з України
ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა
მომწოდებელი: Just Advisors
გამოქვეყნდა: 18 ივნისი / ბოლო ვადა: 18 ივლისი
იურიდიული კომპანია "Just Advisors" აცხადებს ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას - შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.

მდებარეობა: თბილისი
პოზიცია: სტაჟიორი

მოთხოვნები:

** ენების სრულყოფილი ცოდნა - ინგლისური და რუსული
** განათლება სამართალმცოდნეობის ბაკალავრი ან იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ანალიტიკური აზროვნების უნარი და დეტალებზე ორიენტაცია

ჩვენი შეთავაზება:

** ანაზღაურებადი სტაჟირება, რომელიც უზრუნველყოფს პროფესიულ ზრდას და გამოცდილების მიღებას
** შემდგომში დასაქმების შესაძლებლობა სტაჟირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში
** მეგობრული და პროფესიონალი სამუშაო გარემო

სტაჟირების მოვალეობები:

** იურისტის დახმარება სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადების პროცესში
** კლიენტების მიერ წარმოდგენილი სამართლებრივი დოკუმენტების ანალიზი
** კანონმდებლობის ანალიზი და ახალი კანონების/შეთავაზებული ცვლილებების შეფასება
** ადმინისტრაციული დავალებების შესრულება, რომლებიც დაკავშირებულია იურიდიულ საქმიანობასთან

რეზიუმე გამოაგზავნეთ: ana.tskhadadze@justadvisors.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე