Робота для біженців з України
ვულკანიზატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ვულკანიზატორი
მომწოდებელი: ავტობანი
გამოქვეყნდა: 18 ივნისი / ბოლო ვადა: 18 ივლისი
კომპანია "ავტობანი" აცხადებს ვაკანსიას ვულკანიზატორის პოზიციაზე.

"ავტობანი" წამყვანი კომპანიაა ავტოსათადარიგო ნაწილებისა და ავტოსერვისის ინდუსტრიაში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს პროდუქციის ფართო სპექტრს მსოფლიოს წამყვანი ბრენდებისგან.
კომპანია "ავტობანის" მიზანია ხანგრძლივი, სტაბილური და განვითარებაზე ორიენტირებული ურთიერთობის ჩამოყალიბება თითოეულ თანამშრომელთან.

ფუნქცია-მოვალეობები:

** საბურავების ვიზუალური შემოწმება და დიაგნოსტიკა;
** საბურავების მოხსნა / დამონტაჟება;
** საბურავების ბალანსირება / შეკეთება;
** სამუშაო სივრცეში წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა;

ძირითადი მოთხოვნები: მნიშვნელოვანია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პუნქტუალური;
** შრომისმოყვარე;

კომპანია ავტობანი გთავაზობთ:

** პროფესიონალურ და მეგობრულ გუნდს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** კვებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე hr@autobani.com გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე