Робота для біженців з України
ენერგოაუდიტორების გადამზადების პროფ. პროგრამის შემუშავება
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ენერგოაუდიტორების გადამზადების პროფ. პროგრამის შემუშავება
მომწოდებელი: ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო
გამოქვეყნდა: 18 ივნისი / ბოლო ვადა: 25 ივნისი
ტექნიკური დავალება - საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტისთვის შენობების ენერგოაუდიტორების გადამზადების პროფესიული პროგრამის შემუშავება

აქტივობა ხორციელდება პროექტი-ს "ინკლუზიური განვითარება მდგრადი და მწვანე ბიზნეს პრაქტიკის დანერგვით საქართველოში" ფარგლებში


ტექნიკური დავალება "საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტისთვის შენობების ენერგოაუდიტორების გადამზადების პროფესიული პროგრამის შემუშავება"

პროექტი: "ინკლუზიური განვითარება მდგრადი და მწვანე ბიზნეს პრაქტიკის დანერგვით საქართველოში", ტექნიკური ექსპერტის/ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს ჯგუფის ხელმძღვანელის ქ-ნ ლიანა ღარიბაშვილის მიერ და შემოწმებულია World Vision Georgia-ს MEAL-ის სპეციალისტის ქეთევან ნებიერიძის მიერ.

List of Abbreviations/ შემოკლებები:

** WV - World Vision
** WVGF - World Vision Georgia Foundation
** WVA - World Vision Austria
** EU - European Union/ევროკავშირი
** EE/ეე - Energy Efficiency/ენერგოეფექტურობა
** EECG - Energy Efficiency Centre Georgia/ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო
** GFA - Georgian Farmer`s Association/საქართველოს ფერმერთა ასოციაცია
** MEAL - Monitoring, Evaluation, Accountability and Learning / მონიტორინგი, შეფასება, ანგარიშგება და სწავლება
** RE/გე - Renewable Energy/ განახლებადი ენერგია
** VET - Vocational Education and Training/პროფესიული განათლება

შესავალი:

ინფორმაცია პროექტის და პარტნიორების შესახებ

2024 წლის ივნისში, World Vision საქართველომ, ენერგოეფექტურობის ცენტრ საქართველოსთან (EECG) და საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) პარტნიორობით ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო პროექტი "ინკლუზიური განვითარება მდგრადი და მწვანე ბიზნეს პრაქტიკის დანერგვით საქართველოში".

World Vision არის საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების, განვითარებისა და ადვოკატირების ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს ბავშვებთან, ოჯახებთან და თემებთან სიღარიბისა და უსამართლობის დასაძლევად. დონორთა ბოლო პრიორიტეტების საპასუხოდ და World Vision International-ის შიდა ლოკალიზაციის პოლიტიკის ფარგლებში, ორგანიზაციამ გაიარა დამატებითი ადგილობრივი რეგისტრაცია სახელწოდებით World Vision Georgia Foundation (WVGF) 2019 წლის ივნისში. WVGF აგრძელებს WVG-ის გრძელვადიან ყოფნას, ფართო საზოგადოებასთან ურთიერთობას და სოლიდურ გამოცდილებას პროექტების განხორციელებაში.
საქართველოს ფერმერთა ასოციაცია (GFA) წარმოადგენს ქოლგა ორგანიზაციას, რომელიც აერთიანებს 5000-ზე მეტ ფერმერს და მიზნად ისახავს ფერმერთა შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობით გააძლიეროს საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორი და გააუმჯობესოს ფერმერების ცხოვრების ხარისხი.

GFA-ს მისია მოიცავს მხარდაჭერას, ადვოკატირებას, განათლებას და რესურსებს, გარემოსდაცვითი საკითხების მოგვარებას და ფერმერთა შესახებ ცნობადობის გაზრდას. მათი პოტენციალისა და ქსელური შესაძლებლობების განვითარებით, GFA ფერმერებს სთავაზობს საუკეთესო სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკას და გამოცდილებას.

ა (ა)იპ "ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო"-ს (ეეცს) ძირითადი მიზანია განახლებადი ენერგიის ათვისების ხელშეწყობა და ენერგოეფექტურობის გაზრდა მდგრადი განვითარებისთვის. ეეცს ოპერირებს ენერგეტიკის, სამრეწველო და სამშენებლო სექტორებში, ეწევა საკონსულტაციო მომსახურებას, როგორიცაა ენერგოაუდიტები, პოლიტიკის ანალიზი, კვლევები და წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების შემუშავება და ატარებს სასწავლო და ტრენინგ კურსებს ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების მთელ რიგ საკითხებზე.

პროექტის მიმოხილვა:

პროექტის "ინკლუზიური განვითარება მდგრადი და მწვანე ბიზნეს პრაქტიკის დანერგვით საქართველოში" ძირითადი მიზანია საქართველოში ინკლუზიური და მდგრადი განვითარების ხელშეწყობის წინაპირობების შექმნა, რაც სოფლის მეურნეობის, შენობების და მრეწველობის შერჩეულ დარგებში არსებულ და სამომავლო მცირე და საშუალო საწარმოებს საშუალებას მისცემს დანერგონ მდგრადი, სუფთა ენერგიის ბიზნეს პრაქტიკა
პროექტი მუშაობს შემდეგ სამ პრობლემატურ საკითხზე, კეროდ: 1) სოფლის მეურნეობისა, მშენებლობის სექტორში და ასევე მრეწველობის სხვა დარგების მცირე და საშუალო საწარმოებში შესაბამისი და დარგის სპეციფიკური მწვანე უნარების ნაკლებობა; 2) პროფესიული განათლების ფორმალური და არაფორმალური განათლების პროგრამებში, ციფრულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მწვანე და გარემოსდაცვითი მოდულების და მასწავლებელთა მომზადების პროგრამების ნაკლებობა;
3) დაინტერესებულ მხარეებს შორის დაბალი გარემოსდაცვითი ცნობიერება მდგრადი პროფესიული განათლების შესახებ.
სასწავლო პროგრამის შემუშავების წინაპირობა
ენერგოეფექტურობა არის ენერგეტიკული რესურსების მოხმარების ეფექტურობის საზომი. ენერგოეფექტურობის გაზრდა ნიშნავს არსებითად იმავე ეკონომიკური ან სოციალური შედეგის მიღებას ნაკლები ენერგიის გამოყენებით.
ენერგოეფექტურობა შენობებში ნიშნავს ენერგიის რაციონალურად და მიზანმიმართულად გამოყენებას ისე, რომ შენობის კომფორტი (ტემპერატურა, ტენიანობა, ჰაერის ხარისხი, განათებულლობა და სხვ.) შენარჩუნდეს ან გაუმჯობესდეს, მაგრამ ენერგიის მინიმალური დანახარჯით. შენობებში ენერგოეფექტური ღონისძიებების ჩატარება ხელს უწყობს ენერგოდანახარჯების და ნახშიროჟანგის ემისიების შემცირებას, ბინადართა ჯანმრთელობასა და კომფორტს, შენობის ღირებულების ზრდას და შესაბამისობას თანამედროვე სტანდარტებთან და რეგულაციებთან.
ენერგორესურსების რაციონალური გამოყენების ხელშეწყობისა და შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით საქართველოში 2020 წელს ძალაში შევიდა კანონი "ენერგოეფექტურობის შესახებ" და კანონი "შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ" . "კანონი ენერგოეფექტურობის შესახებ" მუხლი 4-ს შესაბამისად, ენერგოეფექტურობის პოლიტიკის განხორციელება მოიცავს სხვადასხვა ღონისძიებასა და ინიციატივას, მათ შორის: შენობების ენერგოეფექტურობის რეგულაციების მიღებას, სერტიფიცირების წესისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობას; ენერგოაუდიტის/ენერგომენეჯმენტის სისტემების დანერგვას.

ამავე კანონის განმარტებით, ენერგოაუდიტი − სისტემური პროცედურა, რომლის მიზანია შენობის ენერგოეფექტურობის, სამრეწველო ან კომერციული პროცესის ან/და დანადგარის, საჯარო ან კერძო მომსახურების ობიექტის მიერ ენერგიის მოხმარების შესახებ არსებული ინფორმაციის მოძიება, ენერგიის დაზოგვის ხარჯეფექტური პოტენციალის გამოვლენა და გაანგარიშება და შედეგების შესახებ ანგარიშგება; ხოლო ენერგოაუდიტორი − ენერგოაუდიტის განმახორციელებელი, სტანდარტის − ISO/IEC 17021-ის შესაბამისად აკრედიტებული იურიდიული პირი ან/და საქართველოს კანონმდებლობის თანახმად სერტიფიცირებული ფიზიკური პირი, რომელიც ენერგოაუდიტს ახორციელებს წარმოებაში (მათ შორის, ტრანსპორტის სექტორში) ან/და შენობების სექტორში.

ტექნიკური დავალების მიზანი:

საქართველოს მთავრობის №108 (2025 წლის 8 აპრილი) "სატრენინგო პროგრამების დამტკიცების შესახებ" დადგენილებისა (2025) დამტკიცდა სატრენინგო პროგრამა "შენობების ენერგოაუდიტის განმახორციელებელი პირებისთვის" (დანართი №2) და "პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებულად ჩათვლის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის №131 დადგენილების შესაბამისად უნდა მომზადდეს "შენობების ენერგოაუდიტის განმახორციელებელი პირებისთვის" გადამზადების სატრენინგო პროგრამა, რომლის საფუძველზე მსმენელებს გადაეცემათ შენობების ენერგოაუდიტის განსახორციელებლად საჭირო თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარები.

ენერგოეფექტურობის ცენტრი იწვევს სპეციალისტებს შენობების ენერგოაუდიტის სატრენინგო პროგრამის შემუშავებისა და დანერგვისთვის საჭირო შემდეგი საქმიანობის განსახორციელებლად:

უმცროსი სპეციალისტის რანგში ის დაეხმარება დარგის და განათლების ექსპერტებს ენერგოაუდიტორთა გადამზადების პროგრამის შემუშავებაში და მის წარდგენაში განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრში განხორციელების უფლების მოპოვებისთვის და ტრენერთა ტრენინგის მომზადება-ჩატარებაში. იგი პასუხისმგებელი იქნება:

** პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებაზე და წარდგენაზე განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრში, მათ შორის:
** - შენობების ენერგოაუდიტორთა პროფესიული გადამზადების პროგრამის მიზანშეწონილობის დასაბუთების არგუმენტირების ცხრილის შედგენაზე
** პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელებისთვის საჭირო რესურსების - ინფრასტრუქტურის (აღჭურვილობა/ინვენტარი) შესახებ ინფორმაციის შეგროვებაზე და შესაბამისი სიის მომზადებაზე;
** სტუ-სთან ერთად პროგრამით გაწერილი სწავლის შედეგების გამომუშავების და შეფასების კომპეტენციის გათვალისწინებით განმახორციელებლების შერჩევაზე და შერჩეულ განმახორციელებლებთან ხელშეკრულებების გაფორმებაზე.
** იმ შემთხვევაში, თუ სწავლის გარკვეული შედეგები მიიღწევა პარტნიორი ორგანიზაციის ბაზაზე, სტუ-სთან ერთობლივად პროგრამის განხორციელების ვადით პარტნიორი ორგანიზაციების განსაზღვრაზე და მათთან ხელშეკრულებების მომზადებაზე და გაფორმებაზე;
** განათლების ექსპერტთან ერთად შემდეგი რეგულაციების/წესების შემუშავებაზე:
- პროფესიული მომზადების/ გადამზადების პროგრამის დამტკიცების, განხორციელებისა და მსმენელთა ჩარიცხვის წესი და პირობები;
- პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამის მსმენელთა შეფასების წესი;
- პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამის ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმი.
** https://tvet.emis.ge სისტემაში რეგისტრაცია და შესაბამისი ინფორმაციის პორტალზე ატვირთვა

უმცროსი სპეციალისტი ასევე პასუხისმგებელი იქნება ტრენერთა ტრენინგის მომზადება-ჩატარებაზე, კერძოდ:

** დარგის ექსპერტებთან ერთად ტრენერთა ტრენინგის დღის წესრიგის შემუშავებაზე;
** ტრენერთა დახმარება ტრენინგის მასალების (პრეზენტაციები, კვიზები, ტესტები და სხვა მასალის) მომზადებაზე;
** ტრენინგის მონაწილეებთან კომუნიკაციაზე;
** ტრენერთა ტრენინგის ანგარიშის მომზადებაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ინჟინერიის, ენერგეტიკის, გარემოსდაცვითი მეცნიერებების ან შესაბამის დარგში;
** გამოცდილება ენერგოეფექტურობის და განახლებადი ენერგიების სფეროში პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამების შემუშავებაში და განხორციელებაში;
** ძლიერი საორგანიზაციო და საკომუნიკაციო უნარები;
** კომპიუტერული უნარები (MS Office, ონლაინ პლატფორმები);
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა.

სამუშაოს ხანგრძლივობა: 2025 წ . 25 ივნისი - 2025 წ. 30 სექტემბერი

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

** ამოცანის შესრულებისთვის საჭირო დღეების რაოდენობა და დღიური ანაზღაურება (ყველა სავალდებულო მოსაკრებლისა და გადასახადების ჩათვლით)
** კონსულტანტის რეზიუმე, რომელიც აღწერს მის შესაბამის კვალიფიკაციას და გამოცდილებას.

წინადადებების შეფასება და შერჩევა

წარმოდგენილი წინადადებები შეფასდება მომსახურებაზე მოთხოვნილი ფასისა და სპეციალისტის შესაბამისი ცოდნის და გამოცდილების გათვალისწინებით.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი წინადადებები გამოაგზავნოთ ელ. ფოსტით, მისამართზე eecgeo@eecgeo.org

დანიშნულებაში მიუთითეთ: უმცროსი სპეციალისტი - შენობების ენერგოაუდიტორთა სატრენინგო პროგრამის შემუშავება და დანერგვა

გამოცხადების თარიღი: 2025 წლის 18 ივნისი
წინადადებების მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 25 ივნისი

გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე