Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=643091&print=yes&view=jobs
 
უფროსი გრაფიკული დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უფროსი გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: TNET
გამოქვეყნდა: 18 ივნისი / ბოლო ვადა: 18 ივლისი
შემოუერთდი "TNET"-ის ციფრული ეკოსისტემის გუნდს Senior Graphic Designer -ის პოზიციაზე!

https://www.tnet.ge/

სამუშაო ადგილი: თბილისი, ნუცუბიძის 129ა
სამუშაო გრაფიკი: სრული, 10:00-19:00

შენი როლი თინეთში:

** TKT-ის საიტზე განსათავსებელი სარეკლამო მასალების მომზადება; უკვე არსებული ბანერების განახლება და რედაქტირება;
** TKT-ის სოციალური მედიისთვის Key ვიზუალების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** კომპანიისთვის სხვადასხვა აქტივობებისა და ღონისძიებებისთვის საბეჭდი მასალების მომზადება;
** ბრენდ მენეჯერთან ერთად სხვადასხვა სარეკლამო მასალის მომზადება თემატიკის შესაბამისად;
** დავალებების შესრულების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ახალი ინოვაციური იდეების გენერირება და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება;

ეს ვაკანსია შენთვის საინტერესოა, თუ:

** გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** გაქვს Adobe photoshop და Adobe illustrator-ში მუშაობის გამოცდილება;

"თინეთში" დაგხვდება:

** ცოდნის გაზიარების და უწყვეტი სწავლების კულტურა;
** ინოვაციებზე, ზრდაზე ორიენტირებული გუნდი;
** მრავალფეროვანი, თანასწორი და ინკლუზიური ფასეულობები;
** სრული მხარდაჭერა შენი განვითარების გზაზე;
** ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც მოსვლისთანავე გაგიაქტიურდება;
** კორპორატიული შეთავაზებები ჯანსაღი ცხოვრების სტილისთვის და შენი კომფორტისთვის;

თუ გსურს, რომ შემოუერთდე საქართველოში ყველაზე დიდ ციფრულ ეკოსისტემას გამოგვიგზავნე რეზიუმე და პორტფოლიო სათაურში მიუთითე ვაკანსიის დასახელება: hr@tnet.ge

პერსონალური მონაცემების დაცვა:

შპს "თინეთი" კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს, არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ:

** თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაცია მუშავდება არაუმეტეს 3 წლის ვადით;
** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ ინფორმაცია იმ მონაცემების თაობაზე, რასაც შპს "თინეთი" ამუშავებს თქვენს შესახებ;
** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის, მოგვმართეთ ელფოსტაზე: personaldata@tnet.ge;
** რეზიუმეს საკონტაქტო მეილზე გამოგზავნით ან სხვაგვარად მოწოდებით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

დისკრიმინაციის წინააღმდეგ პოლიტიკა:

შპს "თინეთი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია