Робота для біженців з України
საოპერაციო დირექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საოპერაციო დირექტორი
მომწოდებელი: Pizza Hut
გამოქვეყნდა: 18 ივნისი / ბოლო ვადა: 18 ივლისი
ამერიკული საერთაშორისო პიცერიათა ქსელი "პიცა ჰატი" ეძებს გამოცდილ, მოტივირებულ და კვალიფიციურ თანამშრომელს საოპერაციო დირექტორის თანამდებობაზე

დირექტორი პასუხისმგებელი იქნება ქსელის ყოველდღიური ოპერაციების მართვაზე, მომსახურების ხარისხის კონტროლზე, გუნდის ხელმძღვანელობასა და კომერციული მიზნების მიღწევაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** დაქვემდებარებული ფილიალების მართვა და განვითარება;
** გუნდის კოორდინაცია და ზრუნვა მათ მოტივაციაზე;
** მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა;
** სტუმრების კმაყოფილებაზე მუდმივი ზრუნვა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება;
** ფინანსური და საოპერაციო მიზნების დაგეგმვა და შესრულება;
** ბიუჯეტის შედგენა, კონტროლი და ხარჯების ოპტიმიზაცია;
** მიწოდების ჯაჭვის ორგანიზება;
** რესტორნების მარკეტინგული და გაყიდვების სტრატეგიების მხარდაჭერა და განვითარება;
** ადგილობრივი რეგულაციების და სტანდარტების დაცვა;
** პიცა ჰატის გლობალურ გუნდთან მუდმივი კონტაქტი და კომუნიკაცია;
** პიცა ჰატის სტანდარტების დაცვა და იმპლემენტაციის კონტროლი;
** ქსელის განვითარება, ახალი ობიექტების დამატება;
** გაყიდვების მუდმივი მონიტორინგი და ეფექტური გაყიდვების გეგმის შემუშავება;
** გაყიდვების პროცესების ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება;
** ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაცია და გაუმჯობესების რეკომენდაციები;
** კონკურენტული გარემოს ანალიზი და ბაზარზე პოზიციონირების გაძლიერება

მოთხოვნები:

** აუცილებელია: სწრაფი კვების ან მომსახურების სფეროში მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება (მართვის პოზიციაზე);
** აუცილებელია: უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მართვის სფეროში);
** აუცილებელია: გუნდის მართვის უნარები და ლიდერული თვისებები;
** აუცილებელია: ფინანსური დაგეგმვისა და ანალიზის გამოცდილება;
** აუცილებელია: შესაბამისი სექტორის სტანდარტების საფუძვლიანი ცოდნა;
** აუცილებელია: კარგი კომუნიკაციის უნარები ქართულ და ინგლისურ ენებზე;
** აუცილებელია: სამუშაოს მიმართ მაღალი პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტული ანაზღაურება;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
** მოქნილი საბონუსე სისტემა

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ CV გამოგზავნოთ მეილზე pizzahutgeorgia@gmail.com და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "საოპერაციო დირექტორი"
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე