Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=643075&print=yes&view=jobs
 
მარკეტინგის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: ავტოგალერი
გამოქვეყნდა: 18 ივნისი / ბოლო ვადა: 18 ივლისი
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 28 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ.
ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.

თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.

ამჯერად, თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია "ავტოგალერი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:

** ორგანიზაციაში არსებული ბრენდების მარკეტინგულ დაგეგმარებაში და ბიუჯეტირებაში მონაწილეობის მიღება;
** მარკეტინგული კომუნიკაციის არხების მართვა და მასალების მომზადება;
** ბრენდების სოც.მედია არხების მართვის მონიტორინგი;
** კონტენტის ნაწილში აქტიური ჩართულობა;
** მარკეტინგული და სარეკლამო კამპანიებისა და აქციების დაგეგმვა უშუალო ხელმძღვანელთან ერთად, შემდეგ ამ კამპანიის ტექნიკური განხორციელებაში მონაწილეობა, კოორდინირება და მონიტორინგი;
** მარკეტინგული და სარეკლამო მასალების შეკვეთა, ბიუჯეტის დათვლა, ფასების კვლევა;
** კონკურეტების მარკეტინგული საქმიანობის მონიტორინგი;
** კომპანიის საიმიჯო/სარეკლამო საშუალებების შექმნაში მონაწილეობის მიღება.

თუ სხვებისგან გამოგარჩევს:

** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:

** უმაღლესი განათლება;
** მარკეტინგის მიმართულებით 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** MS Office-ის პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** კონტენტ მენეჯერად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.

თეგეტაში დაგხვდება:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდსა და მეგობრულ გარემოს;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
** სამედიცინო დაზღვევას;
** სხვადასხვა სახის კორპორაციულ შეთავაზებებსა და ფასდაკლებებს;
** მრავალფეროვან ტრენინგებსა და სასწავლო პროგრამებს.

თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.

განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-cars/detail-view?vacancyId=1401
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია