Робота для біженців з України
საღამოს ცვლის უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საღამოს ცვლის უფროსი
მომწოდებელი: თეთრეულის სამრეცხაო
გამოქვეყნდა: 18 ივნისი / ბოლო ვადა: 18 ივლისი
თეთრეულის სამრეცხაო აცხადებს ვაკანსიას საღამოს ცვლის უფროსის პოზიციაზე

მისამართი: ა. გოგოლაურის I შესახვევი #4, თბილისი (წერეთლის მეტროსთან ახლოს)
სამუშაო გრაფიკი: საღამოს ცვლა (17:00-01:00), კვირაში 1 დღე დასვენება

ვეძებთ ორგანიზებულ, პასუხისმგებლობიან და მოტივირებულ თანამშრომელს, რომელსაც შეუძლია ეფექტურად მართოს გუნდი, უზრუნველყოს სარეცხი პროცესების შეუფერხებელი მიმდინარეობა და პარტნიორ სასტუმროებთან კომუნიკაცია.

რას გთავაზობთ:

** სტაბილური და მეგობრული სამუშაო გარემო
** შრომის ანაზღაურება 1200-1400 ლარი გამოცდილების შესაბამისად + საბონუსე სისტემა
** გამოსაცდელი პერიოდი - 1 თვე (ანაზღაურებადი)

ძირითადი მოვალეობები:

** ავტომატურo პრესის უთოსთან მუშაობა, სარეცხის შრობა, დაკეცვა, შეფუთვა
** საღამოს ცვლის პროცესების ორგანიზება და კონტროლი
** ხარისხის კონტროლი - რეცხვა, შრობა, დაკეცვა, შეფუთვა
** სისუფთავის და სანიტარულ ნორმებზე ზედამხედველობა
** მძღოლთან კოორდინაცია და თეთრეულის დროული მიწოდების ორგანიზება
** მენეჯერთან ანგარიშგება და სხვა შესაბამისი დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი და ეფექტური კომუნიკაცია

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ მოკლე ინფორმაცია შემდეგ ელფოსტაზე info@gcleaning.ge ან დაგვიკავშირდით: ‪+995 599 99 00 35
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე