დასახელება:
სამშენებლო ხარჯთაღმრიცხველი
|
მომწოდებელი:
აპექს დეველოპმენტი
|
გამოქვეყნდა: 18 ივნისი
/ ბოლო ვადა: 18 ივლისი
|
სამშენებლო კომპანია "აპექს დეველოპმენტი" 2013 წელს დაარსდა. კომპანიამ, რომელიც დაფუძნებულია დიდ შრომაზე, ნდობასა და იმ ღირებულებების ინტეგრირებაზე, რომელიც ფასეულია ყველასთვის, ადვილად მოიპოვა მომხმარებლების ნდობა. კომპანიის საქმიანობის მიმართულებაა საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა.
"აპექს დეველოპმენტში" მშენებლობაზე 150-მდე ადამიანია დასაქმებული.
მაღალი ხარისხი და ხელმისაწვდომობა, ნოვატორობა, უსაფრთხოება და პასუხისმგებლობა - ეს ის მთავარი ფასეულობებია, რომლითაც აპექსის გუნდი ქმნის მისაღებ გარემოს მომხმარებლებისთვის და თანამშრომლებისთვის.
შპს "აპექს დეველოპმენტი" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე და გთავაზობთ გუნდურ, განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს.
პირობები:
** სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
** ანაზღაურება: 5000-7000 ლარი (NET) ხელზე ასაღები თანხა. დამოკიდებულია პრეტენდენტის კვალიფიკაციაზე.
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, სრული; შაბათი - არასრული.
ძირითადი ფუნქციები:
** ხარჯთაღრიცხვის მომზადება კომპანიის შიდა შემუშავებული ფორმით და სახით;
** პროექტის კალენდარული გრაფიკის მომზადება MS Project-ში შესაბამის საინჟინრო პერსონალთან მჭიდრო თანამშრომლობით.
** ყოველთვიურად შესრულებული სამუშაოების შესახებ დოკუმენტების გაანალიზება, მათი ასახვა კალენდარული გეგმა გრაფიკში (Update);
** ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის ყოველთვიურად განახლება/კორექტირება ფასების და ფორმა2-ების შესაბამისად;
** დაგეგმილი და ფაქტობრივი ბიუჯეტის და ხარჯების თანხვედრის შესახებ პერიოდული რეპორტის მომზადება საოპერაციო დირექტორის მიერ მოთხოვნილი ფორმატითა და პერიოდულობით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ტექნიკური/სამშენებლო მიმართულებით
** სამშენებლო სექტორში მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება
** MS office-ის მაღალ დონეზე ფლობა
** MS Project-ისა და AutoCAD/Revit-ის მაღალ დონეზე ფლობა.
** სამშენებლო დოკუმენტაციის წაკითხვისა და ანალიზის უნარი
შერჩევის ეტაპები:
** პირველი ეტაპი რეზიუმეების გადარჩევა-გასაუბრება;
** მეორე ეტაპი ტესტირება.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელმისამართზე: contact@apexd.ge და წერილის სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "სამშენებლო ხარჯთაღმრიცხველი"
|
|
|
|