Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=643045&print=yes&view=jobs
 
კონსულტანტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: Urban Charm
გამოქვეყნდა: 18 ივნისი / ბოლო ვადა: 18 ივლისი
ქალის ჩანთებისა და აქსესუარების ბუტიკს "Urban Charm" ესაჭიროება ენერგიული, კომუნიკაბელური და პასუხისმგებლიანი კონსულტანტი, რომელიც შეურთდება ჩვენს გუნდს!

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლის კონსულტირება პროდუქციის შესახებ;
** მაღალი ხარისხის სერვისის გაწევა;
** გაყიდვების პროცესში აქტიური მონაწილეობა;
** პროდუქციის დალაგება და მოწესრიგება სავაჭრო სივრცეში;
** შეკვეთებისა და მარაგების მონიტორინგი;
** საჭიროების შემთხვევაში მცირე ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.

დამატებით აუცილებელი უნარები:

** სოციალური მედიის მართვის უნარი (Facebook, Instagram);
** კრეატიული იდეების შეთავაზება და კონტენტზე მუშაობა (ფოტო, ტექსტი, სტორები და პოსტები);
** სასაუბრო დონეზე რუსული და ინგლისური ენის ცოდნა.

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** გაყიდვებზე ორიენტირებული მიდგომა;
** მომხმარებელზე ორიენტირებული დამოკიდებულება;
** შრომისმოყვარეობა და გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** სტაბილურ სამუშაო ადგილს;
** შესაძლებლობას განვითარებისთვის როგორც გაყიდვებში, ისე სოციალურ მედიაში.

სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ირაკლი აბაშიძის 7/9
სამუშაო გრაფიკი: სრული/არასრული
ანაზღაურება: შეთანხმებით

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: urbancharm9@gmail.com

დაგვიკავშირდით: 551 11 59 44
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია