Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=643041&print=yes&view=jobs
 
ტენდერი საზაფხულო ბანაკის სივრცის მოწყობაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი საზაფხულო ბანაკის სივრცის მოწყობაზე
მომწოდებელი: ქეა კავკასია
გამოქვეყნდა: 18 ივნისი / ბოლო ვადა: 11 ივლისი
ააიპ "ქეა კავკასია" აცხადებს ტენდერს საზაფხულო ბანაკის სივრცის მოწყობაზე.

"ქეა კავკასია"- ს მიზანია, პროექტის "თანასწორუფლებიანი და უსაფრთხო საზოგადოებისთვის" ფარგლებში სტუდენტური ბანაკისთვის უსაფრთხო სივრცის მოწყობა. პროექტი ხორციელდება "ქეა კავკასია"-ს მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

ბანაკის თარიღებია: 29 ივლისი - 1 აგვისტო
ბანაკის ჩატარების ლოკაცია - თბილისი ან ბორჯომ-ბაკურიანის რაიონი
კვება - სამჯერადი და ერთი ყავის შესვენება 25 ადამიანისთვის
საკონფერენციო ოთახი 25 ადამიანზე, 4 სრული დღით
ოთახების რაოდენობა- 13 ოთახი

გთხოვთ, გამოგზავნოთ შემოთავაზება, რომელიც დეტალურად ასახავს, სასტუმრო ოთახებში სტუმრების განთავსების, საკონფერენციო დარბაზების, სამჯერადი კვების და ყავის შესვენების დეტალურ ფასებს (არასრულადშევსებული და დაუმოწმებელი ფორმა არ განიხილება).

ასევე, სავალდებულოა გამოგზავნოთ შემდეგი ინფორმაცია:

1. ანგარიშსწორების პირობები
2. ამონაწერი საჯარო ან გადასახადის გადამხდელთა რეესტრიდან
3. ცნობა საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არქონის შესახებ

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მითითებული პროექტიგანთავისუფლებულია დღგ-სგან, ამიტომ თქვენი ფასები უნდაიყოს მითითებული დღგ-ს გარეშე.

დაინტერესებულმა პირებმა შემოთავაზება უნდა გამოაგზავნონ შემდეგი ელფოსტის მისამართზე: mariam.mirotadze@care.org

კითხვების შემთხვევაში, გთხოვ მიმართოთ მარიამ მიროტაძეს, ზემოთ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 11 ივლისი, 2025წ
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია